მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი სრულად განახლდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ მესხის სახელობის სტადიონი
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ 2020 წლის 3 დეკემბერს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა.
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია აქვეყნებს.
პირველ ეტაპზე მიხეილ მესხის მთავარ არენაზე დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება და სტადიონს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
„რეკონსტრუქცია შიდა და გარე სივრცეების რეაბილიტაციას გულისხმობს – მათ შორის, გამოიცვლება სკამები, მინდვრის საფარი, მოწესრიგდება არენის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, გასახდელები. სტადიონზე განახლდება VIP ზონა და მედია ტრიბუნა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, მთავარ არენასთან ერთად, რეაბილიტაცია ჩატარდება „მიხეილ მესხი 2“-ზეც, სადაც შეიცვლება მინდვრის საფარი, მოწესრიგდება ტრიბუნა და გასახდელები.
საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში ევროპის ყველაზე მასშტაბური ასაკობრივი ჩემპიონატის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა“ დაამტკიცა. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მლნ ლარია. სამუშაოების შესრულებას მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.
პროგრამის ფარგლებში, თბილისის გარდა სპორტული ინფრასტრუქტურა საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმშიც მოწესრიგდება. არსებული ინფრასტრუქტურის გარდა, ჩემპიონატისთვის, საერთო ჯამში 12 ობიექტი მოეწყობა.
ირაკლი ქარსელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
ახალი სტადიონები და ინფრასტრუქტურა - საქართველოს ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
ფეხბურთში 21-წლამდე ნაკრებთა შორის 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.
აღნიშნულ ჩემპიონატზე 16 ევროპული ნაკრები ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდება. რუმინეთი და საქართველო კი ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებენ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალი ბათუმის სტადიონზე გაიმართება, ხოლო გახსნით მატჩს კი რუმინეთი უმასპინძლებს. ჯგუფური შეხვედრები ოთხ სტადიონზე შედგება, მათ შორის ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. დედაქალაქში აღნიშნულ მატჩებს „დინამო არენა“ და მიხეილ მესხის სტადიონი უმასპინძლებს.
ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.
წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ყველა ახალი ამბავი
0