ახალი სტადიონები და ინფრასტრუქტურა - საქართველოს ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

© photo: Sputnik / Aram Nersesyanირაკლი ქარსელაძე
ირაკლი ქარსელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
გამოწერა
ევრო-2023-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ბათუმში ჩატარდება.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება უეფას 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის (U-21) ღირსეულად ჩატარების მიზნით სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ახალი სტადიონების მშენებლობისთვის 100 მლნ ლარზე მეტს გამოყოფს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაიმართება. ტურნირში 16 ევროპული გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ევრო-2023-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ჩატარდება ბათუმში, ხოლო გახსნის მატჩი – რუმინეთში.

„ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო შესაბამისი განკარგულება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი შესაბამისი სტადიონების რეაბილიტაციას, ასევე ახალი სტადიონების მშენებლობას იწყებს, რაზეც 100 მლნ ლარია გამოყოფილი“, – განაცხადა ქარსელაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, საერთო ჯამში 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა. ახალი ობიექტები გაჩნდება თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.
პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.
ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით, ორივე ორგანიზატორი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გამოტოვებით ითამაშებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის ტურნირი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.
ყველა ახალი ამბავი
0