ლაშა ხუციშვილი EBRD-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს

© press-service of the Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
ეს გადაწყვეტილება მაროკოში გამათულ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე მიიღეს.
თბილისი, 12 მაისი– Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 2022-2023 წლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს
კიდევ ერთი ვიცე-თავმჯდომარე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს წარმომადგენელი იქნება.
ევრობანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ კი ერთი წლის ვადით ავსტრიის მხრიდან მმართველი დაინიშნა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც წელს მაროკოში იმართება“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევრობანკის მომდევნო წლიურ შეხვედრას 2023 წელს უზბეკეთის ქალაქი სამარყანდი უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0