ალჟირი, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა - ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკაში. სიდიდით აფრიკის კონტინენტზე პირველი ქვეყანაა, ხოლო მსოფლიოში - მეათე. ალჟირს ესაზღვრება ტუნისი, ლიბია, მაროკო, დასავლეთი საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა. ქვეყნის დედაქალაქია ალჟირი. ალჟირი არის არაბული ქვეყნების ლიგის, გაეროს, აფრიკის კავშირისა და ოპეკის წევრი ქვეყანა. ალჟირს ჰყავს სახელმწიფო მეთაური - პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი, საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი. ,ე-19 საუკუნიდან დაიწყო ფრანგული კოლონიზაცია. საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა ქვეყანამ გამოაცხადა 1962 წელს. 1965 წელს განხორციელდა სამხედრო გადატრიალება. დამყარდა ერთპარტიული სისტემა. 1989 წლიდან გამოჩნდა შეზღუდული პოლიტიკური პლურალიზმის ნიშნები.

გაეცანით სიახლეებს ალჟირის შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0