https://sputnik-georgia.com/20220512/did-britanetsi-qartuli-rvino-daagemovnes-266605090.html
დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინო დააგემოვნეს
დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინო დააგემოვნეს
Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარია. 12.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-12T18:31+0400
2022-05-12T18:31+0400
2022-05-12T18:31+0400
ქართული ღვინო
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1c/249559073_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_6ca16c2272e2bb90c3f73187284a3c24.jpg
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ღონისძიებას, რომელიც ქალაქ მანჩესტერში ჩატარდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.ღონისძიებას 40-მდე სტუმარი დაესწრო - სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები.ლონდონში გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა 60-მდე დასახელების ქართული ღვინო წარმოადგინეს, მათ შორის ისეთი ღვინოები, რომლებიც ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე ჯერ არ იყიდება.ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, სარა ებოტის პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის, ვაზის ჯიშების სტუმრებისთვის გაცნობას ითვალისწინებდა.დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 245.653 ბოთლი ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
https://sputnik-georgia.com/20220511/sveicariasi-qartuli-rvinis-istorias-gaecnobian-266574573.html
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1c/249559073_0:0:1707:1280_1920x0_80_0_0_fef926ee92f0f883762666558d3838d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ღვინო, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, დიდი ბრიტანეთი
ქართული ღვინო, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, დიდი ბრიტანეთი
დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინო დააგემოვნეს
დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარია.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას, რომელიც ქალაქ მანჩესტერში ჩატარდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.
ღონისძიებას 40-მდე სტუმარი დაესწრო - სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები.
ლონდონში გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა 60-მდე დასახელების ქართული ღვინო წარმოადგინეს, მათ შორის ისეთი ღვინოები, რომლებიც ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე ჯერ არ იყიდება.
ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, სარა ებოტის პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის, ვაზის ჯიშების სტუმრებისთვის გაცნობას ითვალისწინებდა.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 245.653 ბოთლი ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.