https://sputnik-georgia.com/20220511/sveicariasi-qartuli-rvinis-istorias-gaecnobian-266574573.html
შვეიცარიაში ქართული ღვინის ისტორიას გაეცნობიან
შვეიცარიაში ქართული ღვინის ისტორიას გაეცნობიან
Sputnik საქართველო
ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის გაცნობა ციურიხში გამართულ გამოფენაზე იქნება შესაძლებელი, რომელიც 6 თვე გაგრძელდება. 11.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-11T14:27+0400
2022-05-11T14:27+0400
2022-05-11T20:14+0400
ქართული ღვინო
შვეიცარია
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259862808_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_b38543c5e48a7eada9ef1274494464ab.jpg
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. შვეიცარიის ქალაქი ციურიხი მასპინძლობს გამოფენას „საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა“, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.ციურიხის ეთნო–ღვინის მუზეუმში Ortsmuseum Hongg დამთვალიერებელს ექვსი თვის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა ქართული ღვინის კულტურასთან და ისტორიასთან დაკავშირებულ ექსპონატებს, არტეფაქტებს და სხვა საინფორმაციო-საილუსტრაციო მასალას გაეცნოს.გამოფენა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ციურიხში მდებარე „ქართული ღვინის გალერეის“ (GeoHaus GmbH) ორგანიზებით და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმართება.ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის დავით ტყემალაძის განცხადებით, აღნიშნული გამოფენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს, ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის ზრდისთვის შვეიცარიაში და, ზოგადად, ევროპაში. შვეიცარია წარმოადგენს ევროპის ფინანსურ, ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ ცენტრს, და ქალაქ ციურიხში გამოფენის „საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა“ გამართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის, აღნიშნა ტყემალაძემგამოფენა ოფიციალურად ვაზის დარგვის ცერემონიით გაიხსნა, გამოფენის ფარგლებში რეგულარულად გაიმართება წარდგენა-დეგუსტაციები და თემატური შეხვედრები ღვინის პროფესიონალებთან.„უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპაში ჩვენი იდენტობის პოზიციონირება და აქტიურად წარმოჩენა, რომ ჩვენ ევროპის განუყოფელი ნაწილი ვართ. ამ თვალსაზრისით ქართული ღვინის პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროცესში ჩართულ კერძო კომპანიებთან ერთად მოხდა ამ მიმართულებით გააქტიურება და ღონისძიებების განხორციელება", – აღნიშნა საქართველოს ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძემ, რომელიც გამოფენის გახსნას დაესწრო.აღსანიშნავია, რომ Ortsmuseum Hongg-ის სამუზეუმო სივრცეში დარგული ქართული ვაზის ჯიშები ჯიღაურას საკოლექციო მეურნეობიდან იყო შერჩეული.„მუზეუმში, სადაც ექვსი თვის განმავლობაში სისტემატურად ჩატარდება ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციის ღონისძიებები, ადგილი დაიმკვიდრა ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობებიდან გადმოტანილმა რამდენიმე ჯიშმა: გორული მწვანე, რქაწითელი, შავკაპიტო, ალექსანდროული და სხვ. ქართული ვაზის ჯიშების შესახებ აქ წარმოდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვნად წაადგება ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციას", – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, „ქართული ღვინის გალერეის" დამფუძნებელმა ზვიად არაბიძემ და ციურიხის ეთნომუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა კრისტიან შორნომ.
https://sputnik-georgia.com/20220502/londonshi-qartuli-gvinis-degustacia-gaimarta-266363447.html
შვეიცარია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259862808_411:0:1851:1080_1920x0_80_0_0_dd57f2a2234cd6c91a78bf3a88445c82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ღვინო, შვეიცარია, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო, შვეიცარია, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
შვეიცარიაში ქართული ღვინის ისტორიას გაეცნობიან
14:27 11.05.2022 (განახლებულია: 20:14 11.05.2022) ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის გაცნობა ციურიხში გამართულ გამოფენაზე იქნება შესაძლებელი, რომელიც 6 თვე გაგრძელდება.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. შვეიცარიის ქალაქი ციურიხი მასპინძლობს გამოფენას „საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა“, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ციურიხის ეთნო–ღვინის მუზეუმში Ortsmuseum Hongg დამთვალიერებელს ექვსი თვის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა ქართული ღვინის კულტურასთან და ისტორიასთან დაკავშირებულ ექსპონატებს, არტეფაქტებს და სხვა საინფორმაციო-საილუსტრაციო მასალას გაეცნოს.
გამოფენა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ციურიხში მდებარე „ქართული ღვინის გალერეის“ (GeoHaus GmbH) ორგანიზებით და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმართება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის დავით ტყემალაძის განცხადებით, აღნიშნული გამოფენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს, ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის ზრდისთვის შვეიცარიაში და, ზოგადად, ევროპაში.
შვეიცარია წარმოადგენს ევროპის ფინანსურ, ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ ცენტრს, და ქალაქ ციურიხში გამოფენის „საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა“ გამართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის, აღნიშნა ტყემალაძემ
„გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები დამთვალიერებელს წარმოდგენას შეუქმნის იმ გარემოზე, სადაც ქართველები ღვინოს ათასწლეულების განმავლობაში წურავენ ", – აღნიშნა დავით ტყემალაძემ.
გამოფენა ოფიციალურად ვაზის დარგვის ცერემონიით გაიხსნა, გამოფენის ფარგლებში რეგულარულად გაიმართება წარდგენა-დეგუსტაციები და თემატური შეხვედრები ღვინის პროფესიონალებთან.
„უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპაში ჩვენი იდენტობის პოზიციონირება და აქტიურად წარმოჩენა, რომ ჩვენ ევროპის განუყოფელი ნაწილი ვართ. ამ თვალსაზრისით ქართული ღვინის პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროცესში ჩართულ კერძო კომპანიებთან ერთად მოხდა ამ მიმართულებით გააქტიურება და ღონისძიებების განხორციელება", – აღნიშნა საქართველოს ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძემ, რომელიც გამოფენის გახსნას დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ Ortsmuseum Hongg-ის სამუზეუმო სივრცეში დარგული ქართული ვაზის ჯიშები ჯიღაურას საკოლექციო მეურნეობიდან იყო შერჩეული.
„მუზეუმში, სადაც ექვსი თვის განმავლობაში სისტემატურად ჩატარდება ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციის ღონისძიებები, ადგილი დაიმკვიდრა ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობებიდან გადმოტანილმა რამდენიმე ჯიშმა: გორული მწვანე, რქაწითელი, შავკაპიტო, ალექსანდროული და სხვ. ქართული ვაზის ჯიშების შესახებ აქ წარმოდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვნად წაადგება ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციას", – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, „ქართული ღვინის გალერეის" დამფუძნებელმა ზვიად არაბიძემ და ციურიხის ეთნომუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა კრისტიან შორნომ.