ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და მომხმარებელი ქვეყანაა.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანია Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა. დეგუსტაციას 70-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მასმედიის წარმომადგენლები.
სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ადგილობრივმა იმპორტიორებმა დეგუსტაციაზე 150-მდე დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს, მათ შორის ისეთი ღვინოები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ჯერ არ იყიდება.
ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად სარა ებოტის პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის, ასევე ვაზის ჯიშების სტუმრებისთვის გაცნობას მოიცავდა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის, საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის სარა ებოტის კომპანიასთან Swirl Wine Group LTD 2015 წლიდან თანამშრომლობს.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი.
2021 წელს საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 736.391 ბოთლი ღვინო, ზრდამ 2020 წელთან შედარებით 71% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0