https://sputnik-georgia.com/20220511/tsu-gazafxulis-semestrsi-saswavlo-procesi-hibriduli-formatit-gagrzeldeba-magram-266589062.html
თსუ: გაზაფხულის სემესტრში სწავლა ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება, მაგრამ...
თსუ: გაზაფხულის სემესტრში სწავლა ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება, მაგრამ...
Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად გაითვალისწინებდა სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა.
2022-05-11T22:16+0400
2022-05-11T22:16+0400
2022-05-11T22:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266365097_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_03a14e3579796e35f7fb16b87206ee65.jpg
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.10 მაისს სტუდენტების ნაწილმა უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა და სექტემბრამდე სწავლის დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნება მოითხოვა. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ.უნივერსიტეტმა ჰიბრიდულ ფორმატში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გამოცდები მაინც დასწრებულ რეჟიმში ჩატარდება.დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოუწოდა გაითვალისწინოს სტუდენტების ინტერესები და სასწავლო წელი ჰიბრიდულ რეჟიმში დაასრულოს.ასევე, განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მოუწოდა მაქსიმალურად გაითვალისწინონ სტუდენტების მდგომარეობა და მათ სტუდენტურ საცხოვრებლებში თავისუფალი ადგილები შესთავაზოს.კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა, ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი - ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.თსუ-ს სტუდენტებმა ანალოგიური მოთხოვნით აქცია 2 მაისსაც გამართეს. აქციის მონაწილეებმა აუდიტორიებში სწავლის დაწყება გააპროტესტეს და მოითხოვეს სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელება, რათა რეგიონებში მცხოვრებმა სტუდენტებმა დისტანციურად სწავლა შეძლონ.ამ დროისთვის თსუ-ს შვიდ ფაკულტეტზე დაახლოებით 22 ათასი სტუდენტი სწავლობს.წყარო - თსუ
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266365097_384:0:2688:1728_1920x0_80_0_0_c0f1d1996ca8f37dab4367d8a6a368b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თსუ გაზაფხული სემესტრი სწავლა ჰიბრიდული ფორმატი გამოცდები
თსუ გაზაფხული სემესტრი სწავლა ჰიბრიდული ფორმატი გამოცდები
თსუ: გაზაფხულის სემესტრში სწავლა ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება, მაგრამ...
22:16 11.05.2022 (განახლებულია: 22:18 11.05.2022) განათლების სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად გაითვალისწინებდა სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა.
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
10 მაისს სტუდენტების ნაწილმა უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა და სექტემბრამდე სწავლის დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნება მოითხოვა. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ.
უნივერსიტეტმა ჰიბრიდულ ფორმატში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გამოცდები მაინც დასწრებულ რეჟიმში ჩატარდება.
„2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოუწოდა გაითვალისწინოს სტუდენტების ინტერესები და სასწავლო წელი ჰიბრიდულ რეჟიმში დაასრულოს.
ასევე, განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მოუწოდა მაქსიმალურად გაითვალისწინონ სტუდენტების მდგომარეობა და მათ სტუდენტურ საცხოვრებლებში თავისუფალი ადგილები შესთავაზოს.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა, ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.
ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი - ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.
თსუ-ს სტუდენტებმა ანალოგიური მოთხოვნით აქცია 2 მაისსაც გამართეს. აქციის მონაწილეებმა აუდიტორიებში სწავლის დაწყება გააპროტესტეს და მოითხოვეს სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელება, რათა რეგიონებში მცხოვრებმა სტუდენტებმა დისტანციურად სწავლა შეძლონ.
ამ დროისთვის თსუ-ს შვიდ ფაკულტეტზე დაახლოებით 22 ათასი სტუდენტი სწავლობს.