„საჭიროა მადლიერება და მიმღებლობა ყველაფრისა, რაც ხდება“ - კარგად ყოფნის ხელოვნება

© courtesy of Tamar Saginashviliთამარ საგინაშვილი
თამარ საგინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
როდესაც ჯანმრთელი ფსიქიკის, მენტალობისა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება სტრესული სიტუაციის ფონზე გართულდა, ადამიანმა ცხოვრების გაუმჯობესების გზების ძიება დაიწყო. საამისოდ კაცობრიობამ შეიმუშავა ბევრი ისეთი კონცეფცია, რომელიც სიცოცხლის ხარისხს ბევრად უკეთესს გახდიდა.
ერთ-ერთი მათგანი ველნესია. ეს ინგლისური ტერმინია და მომდინარეობს Be well-დან, რაც კარგად ყოფნას ნიშნავს. თემაზე, თუ როგორ მოერგო ველნესი ქართულ მენტალობას, ჟურნალისტი და ქოუჩი თამარ საგინაშვილი გვიამბობს.
- ქალბატონო თამარ, რამ გამოიწვია ველნესის ასეთი პოპულარობა?
- ეს ტერმინი 1959 წელს ამერიკელმა ექიმმა ჰალბერტ დანიმ დაამკვიდრა. მანვე შეიმუშავა ჯანმრთელი ცხოვრების პრინციპები, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად კარგად ყოფნის ხელოვნებაცაა. ამ ახალმა მიმართულებამ 50-იან წლებში ჯერ პროფესიულ წრეებში გამოიწვია ინტერესი, შემდეგ უკვე ამერიკულ საზოგადოებაში მოიპოვა ფართო პოპულარობა. ევროპაში 90-იანი წლებიდან გახდა პოპულარული. ველნესის აღმოჩენამდე ჩემთვის მთავარ საკითხს პიროვნული ზრდა წარმოადგენდა. დიდხანს ვეძებდი რაიმე კომპლექსურ მიდგომას, რომელიც ადამიანს დაეხმარებოდა ფიზიკური, მენტალური და ფსიქიკური სიჯანსაღე ერთდროულად აღედგინა.
© photo: courtesy of Tamar Saginashviliთამარ საგინაშვილი
თამარ საგინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
თამარ საგინაშვილი
- თქვენ საქართველოში ველნესის პრინციპებზე დაყრდნობით პრაქტიკულად მუშაობთ. ქართულ რეალობაში როგორ გაამართლა ველნესმა?
- ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში პიროვნული ზრდაც, ფსიქოლოგიაც, ველნესიც პირადი პრობლემებიდან გამომდინარე მოვიდა. საკუთარი გამოცდილებით მივედი ასეთი კომპლექსური მიდგომის აუცილებლობამდე, სისტემაც შევქმენი, რომელსაც თავად ვიყენებ გაჯანსაღების და ენერგიულობისთვის, გონების, ემოციების და სხეულის ჰარმონიაში მოსაყვანად. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ასეთი მიმდინარეობა დიდი ხანია არსებობს და მას ველნესი ჰქვია.
- რაიმე პრობლემის წინაშე თუ დადექით?
- ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ველნესს ქართული შესატყვისი ვერ მოვუძებნე. სხვა მხრივ მშვენივრად ერგება. ახლა ვმუშაობ პროექტებზე: „ველნესი კახურად" და "ბუნება შენს სახლში". ადრე ჩვენი ტურები ბუნებაში ყოფნა და იქ ვარჯიში თუ სხვა აქტივობების, ველნეს-პროგრამის განხორციელება იყო.
© photo: courtesy of Tamar Saginashviliთამარ საგინაშვილი
თამარ საგინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
თამარ საგინაშვილი
- რა შეიცვალა ამ მიმართულებით?
- დღეს ბუნებასთან ურთიერთობა იქნება მთავარი ხაზი, ანუ პირდაპირი გაგებით ურთიერთობა, როდესაც შენ და ბუნება ერთიანი ხართ, ის შენთვის, შენ - მისთვის. მაგალითად, „ბოსტნის ველნესი“ - ხუმრობის გარეშე, ველნესია და თან ხელოვნების დონეზე შეიძლება აიყვანო. მე ამას „ბოსტან-არტი“ დავარქვი. ბავშვებს შეუძლიათ დათესონ, მოიყვანონ, მოუარონ ყვავილებს და ბოსტნეულს, იქვე ექნებათ პატარა იარაღები და თითოეული მცენარის მოვლის დეტალურად გაწერილი წესები.
- ყველაზე დიდი ფასეულობა რა არის?
- მე ნებისმიერ სიტუაციაში მადლობელი ვარ ყველაფრის, რაც ხდება და ზუსტად ვიცი, რომ თუ რამე ისე არ ხდება, როგორც მე მინდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის ასე უფრო უკეთესია. ანუ საჭიროა მადლიერება და მიმღებლობა ყველაფრისა, რაც ხდება. ქრისტიანობა ამ ყველაფერს გვასწავლის. ამიტომ როცა არ ვიცი როგორ მოვიქცე, უბრალოდ ვენდობი უფალს და სამყაროს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩემთვისაა უკეთესი. კიდევ ერთი შეუცვლელი ინგრედიენტი - სიყვარული, უპირობო სიყვარული, რომლის გარეშე არაფერი არსებობს - არც ბედნიერება და არც კეთილდღეობა...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0