პროექტი დამტკიცდა: სტუდენტებს მასწავლებლის მომზადების პროგრამის გავლის შესაძლებლობა აქვთ

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები აუდიტორიაში
სტუდენტები აუდიტორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, არჩეული პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად მასწავლებლად მუშაობის უფლებაც მოიპოვოს.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს უკვე აქვს შესაძლებლობა, მასწავლებლის მომზადების პროგრამა გაიაროს და დიპლომთან ერთად მასწავლებლად მუშაობის უფლებაც მოიპოვოს.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო.
პარლამენტში პროექტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა წარადგინა.
ამიერიდან საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდეგ, პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, ასევე მოიპოვოს მასწავლებლად მუშაობის უფლება.

„მასწავლებლის მომზადება უფრო მცირე დროში იქნება შესაძლებელი. ასევე კურსდამთავრებულებს გაეზრდებათ დასაქმების მოტივაცია. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადებას ე.წ. სტემ საგნებში, სადაც დღეს კადრების გარკვეული დეფიციტი არსებობს“, – განაცხადა ამილახვარმა.

მასწავლებლის მომზადების პროგრამა არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ პირს ენიჭება მასწავლებლად მუშაობის უფლება. ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად ვალდებული არიან გაიარონ აღნიშნული პროგრამა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში პირი, რომელმაც დაამთავრა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, მიიღებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.
სტუდენტებს მასწავლებლის მომზადების პროგრამის გავლის შესაძლებლობა ექნებათ>>
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს.
ყველა ახალი ამბავი
0