მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოიგებს თუ არა რუსეთი ევროკავშირის ემბარგოთი ნავთობზე - შვეიცარიელი ექსპერტის მოსაზრება

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
რუსული მოცულობის დაკარგვა ნავთობის ისედაც დაძაბულ ბაზარზე ენერგომატარებელზე ფასის ზრდას გამოიწვევს, მიიჩნევს ექსპერტი.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. რუსეთმა, თუ ევროკავშირი ნავთობის ემბარგოს დააწესებს, შეიძლება მოიგოს, განაცხადა შვეიცარიული გაზეთის Neue Zürcher Zeitung ეკონომიკურმა მიმომხილველმა გერალდ ჰოსპმა.

„რადგანაც რუსული მოცულობების დაკარგვა ნავთობის ისედაც დაძაბულ ბაზარზე ენერგომატარებლებლზე ფასების ზრდას გამოიწვევს, მოსკოვმა, შესაძლოა, საბოლოოდ იმაზე მეტი გამოიმუშაოს, ვიდრე ეს ემბარგოს დაწესებამდე იყო. ასეთ შემთხვევაში ნაკლებ მოცულობას უფრო მაღალი ფასი აკომპენსირებს“, – წერს ჰოსპი.

ჰოსპმა განმარტა, რომ რუსულ ნედლეულზე აკრძალვის ძალაში თანდათანობით შესვლა მხოლოდ გააძლიერებს სარგებელს მოსკოვისთვის. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ფასები ნახტომისებურად მაშინვე მოიმატებს, მაგრამ რუსეთი კიდევ რაღაც პერიოდი მიაწვდის ევროკავშირს უკვე გაძვირებულ ნავთობს, აღნიშნა ჰოსპმა.
ამავე დროს ემბარგოსგან მოიგებენ ჩინეთი და ინდოეთი – ისინი რუსეთისგან ნავთობის მიღებას უფრო დაბალ ფასად შეძლებენ, აცხადებს ექსპერტი.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ჯარი შეიყვანა, დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის მიმართ ეკონომიკური სანქციები გააძლიერეს. ბევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ გაყინა რუსული აქტივები. ევროპის ქვეყნებში ხმამაღლა გამოდიან მოწოდებით, რომ შემცირდეს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება.
იაპონიას არ შეუძლია რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმა: მინისტრის განმარტება>>
ამჟამად ევროკომისია შემზღუდავი ზომების უკვე მეექვსე პაკეტს განიხილავს, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე ეტაპობრივად უარის თქმას მოიაზრებს. ამასთან, არიან ქვეყნები, მათ შორის, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, რომლებიც თავიანთი ქვეყნებისთვის გამონაკლისის დაშვებას მოითხოვენ.
სანქციების პაკეტის შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მის დასამტკიცებლად კავშირის ყველა წევრის ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0