მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონიას არ შეუძლია რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმა: მინისტრის განმარტება

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. იაპონიის ხელისუფლება არ აპირებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსული ნავთობის იმპორტი შესაძლო სანქციების ფარგლებში, განუცხადა ჟურნალისტებს იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ აშშ-ში ვიზიტით ყოფნისას.
მისი თქმით, ამის მიზეზი ქვეყნის შეზღუდული ენერგორესურსებია.
მინისტრმა განმარტა, რომ ტოკიო 3,6 პროცენტით არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე და 8,8 პროცენტით — რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე.

„ჩვენ გაგვიჭირდება, რომ დაუყოვნებლივ დავდგეთ სხვა ქვეყნების გვერდით რუსულ ნავთობზე უარის საკითხში“, — ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან კოიჩი ჰაგიუდამ მოუწოდა აშშ-ის ხელისუფლებას, გაზარდოს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება და მხარი დაუჭიროს იაპონურ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ რესურსის წარმოებაში აშშ-ის ბაზარზე.
4 მაისს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტის ზოგი დეტალი გამოაქვეყნა. ახალი სანქციები რუსეთიდან ევროკავშირში ნავთობის მთელი იმპორტის აკრძალვას გულისხმობს.
გარდა ამისა, პაკეტი მოიცავს რამდენიმე რუსული სატელევიზიო არხის მაუწყებლობის აკრძალვას, „სბერბანკისა“ და კიდევ სხვა ორი მსხვილი ბანკის (სავარაუდოდ, მოსკოვის „კრედიტბანკისა“ და „როსსელხოზბანკის“) SWIFT-დან გათიშვას.
ყველა ახალი ამბავი
0