მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ილონ მასკმა რაკეტა Starship-ის მარსზე გაშვების სავარაუდო თარიღი დაასახელა

© AP Photo / Matt Rourkeილონ მასკი
ილონ მასკი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
Starship-ის გაშვების პირველი მცდელობა კი ამ ზაფხულს არის დაგეგმილი, აღნიშნა მასკმა.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სამეცნიერო სამყაროს და, ზოგადად, დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა – კოსმოსური ხომალდი Starship-ის მარსზე გაშვება შეიძლება ხუთი წლის ფარგლებში მოხდეს. ამის შესახებ ამერიკელმა ბიზნესმენმა, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, წერს Financial Times.

„ვფიქრობ, იქნებ შევძლოთ არაპილოტირებული Starship-ის მარსზე გაგზავნა 3–5 წელიწადში და შემდეგ, თუ ეს წარმატებული იქნება, შევძლებთ ათწლეულის ბოლომდე მარსზე მისიის გაგზავნას ეკიპაჟით“, – განაცხადა მასკმა.

მან განმარტა, რომ „წითელი პლანეტისკენ“ გასაფრენად „ფანჯრები“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იხსნება, ანუ პლანეტების განლაგება დედამიწის ორბიტიდან მარსის ორბიტაზე გასაფრენად ყოველ 26 თვეში ერთხელ არის ხელსაყრელი.
„იმედი მაქვს, რომ ამ ზაფხულს გაშვების პირველი მცდელობა გვექნება“, – აღნიშნა მასკმა.
უფრო ადრე ილონ მასკი მარსის კოლონიზაციის საკუთარ გეგმებსაც შეეხო. მისი თქმით, ამისთვის შენდება რაკეტა Starship.
გრანდიოზული გეგმა: ილონ მასკი მარსზე ქალაქის დაარსებას აპირებს>>
როგორც ცნობილია, SpaceX მუშაობს სატრანსპორტო სისტემის შექმნაზე, რომელიც შედგება მრავალჯერადი რაკეტა–მატარებლის Super Heavy და ხომალდი/რაკეტა Starship-სგან. როგორც SpaceX-ის ექსპერტები აცხადებენ, სისტემას ექნება შესაძლებლობა, ეკიპაჟები და ტვირთები გადაიტანოს როგორც დედამიწის ახლო ორბიტებზე, ისე მთვარესა და მარსზე.
ყველა ახალი ამბავი
0