https://sputnik-georgia.com/20220511/ganatlebis-saministro-tbilisis-universitets-mouwodebs-266582486.html
განათლების სამინისტრო თსუ-ს სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს
განათლების სამინისტრო თსუ-ს სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს
Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას... 11.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-11T19:13+0400
2022-05-11T19:13+0400
2022-05-11T19:27+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/97/242179718_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_3261d8631d3420c9527cd6c1bdd7e3d1.jpg
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოუწოდებს გაითვალისწინოს სტუდენტების ინტერესები და სასწავლო წელი ჰიბრიდულ რეჟიმში დაასრულოს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტების ხელმძღვანელობებს მოუწოდა მაქსიმალურად გაითვალისწინონ სტუდენტების მდგომარეობა და მათ სტუდენტურ საცხოვრებლებში თავისუფალი ადგილები შესთავაზონ.კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა, ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი - ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში. განათლების სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.თსუ-ს სტუდენტებმა ანალოგიური მოთხოვნით აქცია 2 მაისსაც გამართეს. აქციის მონაწილეებმა აუდიტორიებში სწავლის დაწყება გააპროტესტეს დამოითხოვეს სასწავლოპროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელება, რათა რეგიონებში მცხოვრებმა სტუდენტებმა დისტანციურად სწავლა შეძლონ.ამ დროისთვის თსუ-ს შვიდ ფაკულტეტზე დაახლოებით 22 ათასი სტუდენტი სწავლობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/97/242179718_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_5c5cfb5e3418eccb09fccbc169972350.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
განათლების სამინისტრო თსუ-ს სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს
19:13 11.05.2022 (განახლებულია: 19:27 11.05.2022) განათლების სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოუწოდებს გაითვალისწინოს სტუდენტების ინტერესები და სასწავლო წელი ჰიბრიდულ რეჟიმში დაასრულოს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
10 მაისს სტუდენტების ნაწილმა უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა და სექტემბრამდე სწავლის დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნება მოითხოვა. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ.
განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტების ხელმძღვანელობებს მოუწოდა მაქსიმალურად გაითვალისწინონ სტუდენტების მდგომარეობა და მათ სტუდენტურ საცხოვრებლებში თავისუფალი ადგილები შესთავაზონ.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა, ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.
ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი - ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.
განათლების სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
თსუ-ს სტუდენტებმა ანალოგიური მოთხოვნით აქცია 2 მაისსაც გამართეს. აქციის მონაწილეებმა აუდიტორიებში სწავლის დაწყება გააპროტესტეს დამოითხოვეს სასწავლოპროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელება, რათა რეგიონებში მცხოვრებმა სტუდენტებმა დისტანციურად სწავლა შეძლონ.
ამ დროისთვის თსუ-ს შვიდ ფაკულტეტზე დაახლოებით 22 ათასი სტუდენტი სწავლობს.