22 წლის ბიჭი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალია

© AP Photo / Mosa'ab Elshamyპაციენტი საავადმყოფოში
პაციენტი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
ინფორმაცია ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ დღეს ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გავრცელდა
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ქართველი ახალგაზრდა ბექა ტაბაღუა, რომელიც ოჯახს გარდაცვლილი ეგონა, ცოცხალია.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, 22 წლის ბექა ტაბაღუა მოკლეს.
მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ბექა ტაბაღუა დაჭრილია და ქალაქ ზიმოვას საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ტაბაღუა ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს, მისი მობილური ტელეფონის საშუალებით კი ბოლო აკრეფილ ნომერზე დარეკეს და უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქუჩაში გარდაცვლილი იყო.
22 წლის ქართველი პოლონეთში გარდაცვლილი იპოვეს >>
ბექა ტაბაღუა ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ის პოლონეთში სამუშაოდ ექვსი თვის წინ წავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0