22 წლის ქართველი პოლონეთში გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშიპოლონეთის პოლიცია
პოლონეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
ახალგაზარდა მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, 22 წლის ბექა ტაბაღუა, სავარაუდოდ, მოკლულია. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი ირაღით აქვს მიყენებული.
გარდაცვლილი ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. ის პოლონეთში სამუშაოდ ექვსი თვის წინ წავიდა.
სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
წყარო: რუსთავი 2
ყველა ახალი ამბავი
0