https://sputnik-georgia.com/20220510/wulkiani-kotxvaris-meore-nawili-evrokavshirs-dges-gadaecema-266554053.html
ვიცე-პრემიერი: ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილი დღეს გადაეცემა
ვიცე-პრემიერი: ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილი დღეს გადაეცემა
Sputnik საქართველო
კითხვარის მეორე ნაწილი შედგება 2,3 ათასი კითხვისგან და 33 თავისგან ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით. 10.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-10T14:28+0400
2022-05-10T14:28+0400
2022-05-10T19:53+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/90/239409082_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_a5758b0c890236fa7e5620a16f3eeac7.jpg
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეავსო და ამ პროცესში უწყებებმა ტიტანური შრომა გასწიეს, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.საქართველომ კითხვარი 11 აპრილს მიიღო და იგი ერთი თვის განმავლობაში უნდა შეევსო. კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დასრულდა და ეს დოკუმენტი საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს უკვე გადაეცა.შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა, ხოლო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი სათანადო ყურადღებას დაუთმობს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას და ამ გზაზე არ იქნება რაიმე უსაფუძვლო შეფერხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.„კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მით უმეტეს, წევრის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკურ პროცესში წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევა ხანდახან რთული საქმეა... ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფუძვლიანი და ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ევროპაში ექნება ის კუთვნილი ადგილი, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნის“, – განაცხადა წულუკიანმა.კითხვარის მეორე ნაწილი შედგება 2,3 ათასი კითხვისგან და 33 თავისგან ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით. კითხვარის პირველი ნაწილი 369 კითხვას მოიცავდა.ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/90/239409082_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_806052112fc2175d57cc7ce4c1d40509.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
ვიცე-პრემიერი: ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილი დღეს გადაეცემა
14:28 10.05.2022 (განახლებულია: 19:53 10.05.2022) კითხვარის მეორე ნაწილი შედგება 2,3 ათასი კითხვისგან და 33 თავისგან ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეავსო და ამ პროცესში უწყებებმა ტიტანური შრომა გასწიეს, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საქართველომ კითხვარი 11 აპრილს მიიღო და იგი ერთი თვის განმავლობაში უნდა შეევსო. კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დასრულდა და ეს დოკუმენტი საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს უკვე გადაეცა.
„კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც ყველაზე მოცულობითი და დარგობრივია, შესაბამისად, ტექნიკური და ძნელად შესავსები იყო, წარმატებით შეივსო. იგი ევროკავშირს დათქმულ დროზე ადრე, დღეს, 10 მაისს გადაეცემა“, – განაცხადა წულუკიანმა.
შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა, ხოლო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი სათანადო ყურადღებას დაუთმობს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას და ამ გზაზე არ იქნება რაიმე უსაფუძვლო შეფერხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.
„კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მით უმეტეს, წევრის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკურ პროცესში წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევა ხანდახან რთული საქმეა... ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფუძვლიანი და ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ევროპაში ექნება ის კუთვნილი ადგილი, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნის“, – განაცხადა წულუკიანმა.
კითხვარის მეორე ნაწილი შედგება 2,3 ათასი კითხვისგან და 33 თავისგან ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით. კითხვარის პირველი ნაწილი 369 კითხვას მოიცავდა.
ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.