https://sputnik-georgia.com/20220510/tvitdazianeba-saakasvils-cixisgan-ver-ixsnis-266557972.html
თვითდაზიანება სააკაშვილს ციხისგან ვერ იხსნის - ირაკლი კობახიძე
თვითდაზიანება სააკაშვილს ციხისგან ვერ იხსნის - ირაკლი კობახიძე
Sputnik საქართველო
თუ ის გადაწყვეტს თვითდაზიანებას, ეს მთლიანად მისი პასუხისმგებლობაა, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. 10.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-10T17:08+0400
2022-05-10T17:08+0400
2022-05-10T22:06+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585046_0:234:2400:1584_1920x0_80_0_0_d0025c0ae7888edc9d2f8bb6db36c0ef.jpg
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. თვითდაზიანება ვერ გახდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საფუძველი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ ქვეყნის პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართონ. ოპოზიციონერი დეპუტატები მზად არიან, სააკაშვილს თავდებში დაუდგნენ და მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვონ.სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა. ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.ოპოზიციონერი დეპუტატების თავდებობას ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი „უცნაურ გამოგონებად“ მიიჩნევს.დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ იაგო ხვიჩიამ თავისი კოლეგების ინიციატივას უაზრო „საცირკო წარმოდგენა“ უწოდა, თუმცა ამავე დროს განაცხადა, რომ ამას მხარს დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემთხვევაში.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვრის უკანონოდ კვეთას; საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას; 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
https://sputnik-georgia.com/20220510/saakasvils-vivamedsi-gadayvanas-stavazoben-266556627.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585046_371:215:2217:1600_1920x0_80_0_0_7aca1fe3d544bd15b7867535fe20f933.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
თვითდაზიანება სააკაშვილს ციხისგან ვერ იხსნის - ირაკლი კობახიძე
17:08 10.05.2022 (განახლებულია: 22:06 10.05.2022) თუ ის გადაწყვეტს თვითდაზიანებას, ეს მთლიანად მისი პასუხისმგებლობაა, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. თვითდაზიანება ვერ გახდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საფუძველი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ ქვეყნის პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართონ. ოპოზიციონერი დეპუტატები მზად არიან, სააკაშვილს თავდებში დაუდგნენ და მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვონ.
„თუ ის გადაწყვეტს თვითდაზიანებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. ვერავითარ შემთხვევაში თვითდაზიანება ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, გადაყვანის და ვერც სხვა რაიმე ზომის გამოყენების საფუძველი. მას ყველანაირი მომსახურება უზრუნველყოფილი აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა. ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
ოპოზიციონერი დეპუტატების თავდებობას ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი „უცნაურ გამოგონებად“ მიიჩნევს.
„თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაც უნდა გენდობოდეს. რაკი ამ შემთხვევაში არც ერთი აქვთ, არც მეორე და არც მესამე, ძალიან ძნელი იქნება ამ ინიციატივის სერიოზულად შესწავლა“, – განაცხადა წულუკიანმა.
დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ იაგო ხვიჩიამ თავისი კოლეგების ინიციატივას უაზრო „საცირკო წარმოდგენა“ უწოდა, თუმცა ამავე დროს განაცხადა, რომ ამას მხარს დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემთხვევაში.
„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულად შეხედავს მისი გათავისუფლების საკითხს, გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ კანონპროექტს და სხვა ინიციატივებსაც, რომელიც მიმართული იქნება მისი საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვრის უკანონოდ კვეთას; საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას; 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.