https://sputnik-georgia.com/20220510/saakasvils-vivamedsi-gadayvanas-stavazoben-266556627.html
მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობენ
მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობენ
Sputnik საქართველო
იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იგი ოცდაოთხსაათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 10.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-10T16:48+0400
2022-05-10T16:48+0400
2022-05-10T22:01+0400
საქართველო
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262104536_0:0:1312:738_1920x0_80_0_0_efaabf02434a53b989cdea338ff2af22.jpg
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესების პრევენციის მიზნით კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.ყოფილი პრეზიდენტი, ადვოკატები, მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა. სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბოლო სასამართლო სხდომებს არ დასწრებია.როგორც ბრეგაძემ განაცხადა, კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილს გამოკვლევები და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.გუშინ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან თავდებში დაუდგნენ სააკაშვილს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვრის უკანონოდ კვეთას; საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას; 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
https://sputnik-georgia.com/20220510/mosamartlem-saakasvilis-saqmeze-sxdoma-gadado-266554617.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262104536_0:0:1151:863_1920x0_80_0_0_561263ba3f3596309be7be2e15d9fa37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
საქართველო, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობენ
16:48 10.05.2022 (განახლებულია: 22:01 10.05.2022) იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იგი ოცდაოთხსაათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესების პრევენციის მიზნით კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ყოფილი პრეზიდენტი, ადვოკატები, მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა. სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბოლო სასამართლო სხდომებს არ დასწრებია.
„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შერჩევით იღებს მხოლოდ მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც ფაქტობრივად უარს ამბობს, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულფასოვან მკურნალობაზე. ასევე საკვებსაც ის იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და, ბუნებრივია, ამით ის საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
როგორც ბრეგაძემ განაცხადა, კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილს გამოკვლევები და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.
გუშინ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან თავდებში დაუდგნენ სააკაშვილს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვრის უკანონოდ კვეთას; საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას; 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.