მოსამართლემ სააკაშვილის საქმეზე სხდომა გადადო

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
თავად სააკაშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ ესწრებოდა.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. სასამართლო სხდომა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 8,8 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო სახსრების პირადი საჭიროებების გამო გაფლანგვის საქმეზე 24 მაისისთვის გადაიდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში არ იმყოფებოდა სააკაშვილი – მან იქ მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო.

დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ მოსამართლემ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაავალოს, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ციხეში დაუშვან ცენტრ „ემპათიის“ საექსპერტო ჯგუფი.

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სხდომაზე წარადგინა ოქმი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, თავის მხრივ, თანხმობა განაცხადა, სხდომაზე ერთ-ერთ ექსპერტს მოუსმინოს.
„თუ რომელიმე მხარე თვლის, რომ სამედიცინო ექსპერტიზაა ჩასატარებელი, მას ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს“, – განაცხადა მოსამართლემ და დასძინა, რომ სასამართლოსთვის აუცილებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება ექსპერტისგან იმის თაობაზე, თუ რამდენი ვიზიტია საჭირო ადგილზე, რათა მომზადდეს შესაბამისი დასკვნა.
როგორც კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, ის ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც შესაბამის პასუხებს მიიღებს.
მოსამართლე მზად იყო ექსპერტის მოსასმენად დღევანდელ სხდომაზე, თუმცა მალე მან სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო დაცვის მხარის „ჩამოუყალიბებელი“ პოზიციის გამო.
მოსამართლის განცხადებით, არის ორი სხვადასხვა პოზიცია. „ერთი ცნობაა 3 მაისის, რომელშიც მოითხოვთ, რომ სხდომა არ გაგრძელდეს მტკიცებულებების გამოკვლევის ნაწილში. არის მეორე ცნობა 10 მაისის, სადაც ბრალდებული გწერთ, რომ გაგრძელდეს დღევანდელი სხდომა მისი მონაწილეობის გარეშე“, – მიმართა ადვოკატებს კოჭლამაზაშვილმა.
რამდენადაც ადვოკატებმა აუცილებლად უნდა ჩამოაყალიბონ და შეათანხმონ რიგი საკითხები, დღევანდელი სხდომა უნდა გადაიდოს, აღნიშნა მოსამართლემ, რის შემდეგაც სხდომა დახურულად გამოაცხადა და დარბაზი დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩნენ სააკაშვილის ადვოკატები.
როგორც სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი პროცესზე მოსამართლის მიზანი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და პროცესის გადადება იყო.
საქმეზე მორიგი სხდომა 24 მაისს, 11 საათზე გაიმართება.
საქმის დეტალები
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე განსასჯელთა სკამზეა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0