საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია გაჩნდება

© Agency of Protected Areasბორჯომი–ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომი–ხარაგაულის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
კვერეთის ტერიტორია გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით. აქ გვხვდება იშვიათი, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების სახეობები.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში 14.797 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია – კვერეთის აღკვეთილი დაარსდება, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივა ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

„ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს ზემო იმერეთის რეგიონში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნებას, ასევე ბუნებრივი რესურსის მდგრად მართვას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, კვერეთის აღკვეთილის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ტურისტული ნაკადის მოზიდვას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდება დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღება.
კვერეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორია გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. აქ გვხვდება ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების სახეობები.
დღეს საქართველოში 5 სხვადასხვა კატეგორიის 94 დაცული ტერიტორიაა.
KNPS-ის თავმჯდომარე: საქართველოს ეროვნული პარკები მსოფლიომ უნდა გაიცნოს>>
ბოლო 10 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა თითქმის 300.000 ჰექტრით და, 2021 წლის მდგომარეობით, შეადგენს დაახლოებით 800.000 ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11,5%-ია. 2012-2021 წლებში შეიქმნა 31 ახალი და გაფართოვდა 3 დაცული ტერიტორია.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად განვითარებაა.
ყველა ახალი ამბავი
0