KNPS-ის თავმჯდომარე: საქართველოს ეროვნული პარკები მსოფლიომ უნდა გაიცნოს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში კორეის ეროვნული პარკების დელეგაციის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა დაცული ტერიტორია მოინახულეს.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული პარკები არის უნიკალური საგანძური, რომელიც მსოფლიომ უნდა გაიცნოს, განაცხადა კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარემ ჰიუნგ-კუნ სონგმა.
საქართველოში კორეის ეროვნული პარკების სამსახურის (KNPS) დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–კორეის ეროვნული პარკების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარემ ჰიუნგ-კუნ სონგმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით მართვას, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და კონსერვაციას ითვალისწინებს.
კოლხეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
საქართველოს ოთხი ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალში მოხვდა
კორეის ეროვნული პარკების დელეგაციის წევრებმა საქართველოს რამდენიმე დაცული ტერიტორია მოინახულეს, მათ შორის: ყაზბეგის ეროვნული პარკი, პრომეთეს და თეთრა მღვიმეები და იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად აღიარებული კოლხეთის ეროვნული პარკი.
„აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი განთქმული მღვიმე, პრომეთეს მღვიმე მოვინახულე. წარუშლელია ჩემი შთაბეჭდილებები, ის ფაქტი, რომ სანაოსნო ტურით შევძელი მღვიმეში გადაადგილება, ჩემთვის დაუვიწყარია. ხაზი მინდა გავუსვა თეთრა მღვიმეში დამთვალიერებლებისთვის ინოვაციურ შეთავაზებას, რომელიც მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას გულისხმობს და რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე“, – განაცხადა ჰიუნგ-კუნ სონგმა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს შორის ბოლო წლებში მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის, ალგეთის ეროვნულ პარკში მოეწყო საქართველო–კორეის ეროვნული პარკების ერთობლივი ფოტოგამოფენა.
ყველა ახალი ამბავი
0