სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა წინადადებას სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის თაობაზე

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყველა მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გაეცნო.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის წინადადებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სამშაბათს მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას ჩაუტარდება კვლევები და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობაც. სააკაშვილი დათანხმდა გადავიდეს კლინიკაში, მაგრამ გარკვეული პირობებით.

„პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა, აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაეცნო ყველა მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას: იუსტიციის მინისტრისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისგან.
სააკაშვილი თანახმაა გადავიდეს სამოქალაქო კლინიკაში: ექს-პრეზიდენტის პირობები >>
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი აცხადებენ. რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ პენიტენციურ დაწესებულებაში და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.
ყველა ახალი ამბავი
0