სააკაშვილი თანახმაა გადავიდეს სამოქალაქო კლინიკაში: ექს-პრეზიდენტის პირობები

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
სააკაშვილი ითხოვს სამუშაო საათებში მასთან დაუშვან ოჯახის წევრები, დამოუკიდებელი ექიმები, პარლამენტის დეპუტატები და ადვოკატები.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა გადავიდეს სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“, მაგრამ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში. ამის შესახებ სააკაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილს დღეს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექს-პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში მას კლინიკაში გადაიყვანენ. რაც შეეხება მის მკურნალობას საზღვარგარეთ, ბრეგაძის თქმით, პატიმრები სამკურნალოდ უცხოეთში არ გადაჰყავთ.

სააკაშვილი თანახმაა გადავიდეს სამკურნალოდ კლინიკა „ვივამედში“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან მუდმივად დაუშვებენ მისი ოჯახის წევრებს, პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ „ემპათიიდან“.

გარდა ამისა, სააკაშვილთან სამუშაო საათებში უნდა დაუშვან კანონით განსაზღვრული პირები, ადვოკატები და პარლამენტის წევრები.
რაც შეეხება კვლევების პასუხებს, დიაგნოსტიკას, მკურნალობის შემდგომ ეტაპებს თუ გამოჯანმრთელების ფაქტს, ის განისაზღვრება პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრ „ემპათიის” ჩართულობით და, მათი თანხმობის შემთხვევაში, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით.
„როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ დაუყოვნებლივ გადავიდე „ვივამედში“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.
სააკაშვილი თანახმაა სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევების ჩატარებაზე, მაგრამ დღეს – არა >>
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი აცხადებენ. რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ პენიტენციურ დაწესებულებაში და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.
ყველა ახალი ამბავი
0