სააკაშვილი თანახმაა სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევების ჩატარებაზე, მაგრამ არა დღეს

© courtesy of Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში სტუმრებს – დედასა და ვაჟს ელოდება.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, უახლოეს დღეებში ჩაიტაროს გამოკვლევები „ვივამედის“ კლინიკაში, მაგრამ არა დღეს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კობა ნაყოფიამ პატიმრის მონახულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილს დღეს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექს-პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში მას კლინიკაში გადაიყვანენ. რაც შეეხება მის მკურნალობას საზღვარგარეთ, ბრეგაძის თქმით, პატიმრები სამკურნალოდ უცხოეთში არ გადაჰყავთ.
ნაყოფიას თქმით, სააკაშვილს წინადადება კლინიკაში გადაყვანის შესახებ მის მისვლამდე აცნობეს, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, აღნიშნა მან.

„ამ შემოთავაზებაში არ არის საუბარი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში” გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა ნაყოფიამ.

როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, სააკაშვილმა კლინიკაში დღეს გადაყვანაზე უარი თქვა იმიტომ, რომ დედასა და ვაჟს ელოდება.
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობენ
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი აცხადებენ. რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ პენიტენციურ დაწესებულებაში და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.
ყველა ახალი ამბავი
0