https://sputnik-georgia.com/20220509/saqartvelosi-fasizmze-gamarjvebis-dre-arinisneba-266522534.html
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება
Sputnik საქართველო
მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს წელს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მიაგებენ. 09.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-09T10:03+0400
2022-05-09T10:03+0400
2022-05-09T16:10+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/09/251680249_0:133:1281:853_1920x0_80_0_0_f27d11bf343c216a50ca71887aeae091.jpg
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. თუმცა, ვაკის პარკში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იქ არ გაიმართება.წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი. ოფიციალური ცერემონია აქ 11:00 საათზე დაიწყება.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, შინ თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს თბილისის მერიამ ფინანსური დახმარება გაუზარდა>>დღეისთვის საქართველოში 172 ვეტერანი ცხოვრობს.თბილისის მერიამ ფაშიზმზე გამარჯვების დღის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ფინანსური დახმარება წელს თითოეულისთვის 1 ათას ლარამდე გაზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/09/251680249_57:0:1194:853_1920x0_80_0_0_19ad3b50a22b95d7846c253532d92d62.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება
10:03 09.05.2022 (განახლებულია: 16:10 09.05.2022) მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს წელს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მიაგებენ.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. თუმცა, ვაკის პარკში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იქ არ გაიმართება.
წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი. ოფიციალური ცერემონია აქ 11:00 საათზე დაიწყება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, შინ თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.
დღეისთვის საქართველოში 172 ვეტერანი ცხოვრობს.
თბილისის მერიამ ფაშიზმზე გამარჯვების დღის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ფინანსური დახმარება წელს თითოეულისთვის 1 ათას ლარამდე გაზარდა.