მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს თბილისის მერიამ ფინანსური დახმარება გაუზარდა

© photo: Sputnik / Stringerომის ვეტერანები
ომის ვეტერანები - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვტერანებისთვის ფინანსური დახმარება 1 ათას ლარამდე გაზარდა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ მერიის პრეს-სამსახურში.
ვეტერანთა კავშირის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 172 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან 131 – თბილისში.

„მერიის სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ვეტერანებისთვის ფინანსური დახმარების 1 ათას ლარამდე გაზრდის თაობაზე. ამიტომაც მათთვის უკვე ჩარიცხულ 600 ლარს დაემატა 400 ლარი“, – განაცხადა მერიის წარმომადგენელმა.

გარდა ამისა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მეუღლეებს რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული 300 ლარის ნაცვლად 500 ლარი ჩაურიცხა.
წელს, ისევე, როგორც შარშან, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვეტერანთა ტრადიციული შეხვედრა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გაიმართება.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0