საქართველო ევროკავშირს შევსებულ კითხვარს ამ დღეებში გადასცემს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiyევროკავშირი და მისი სიმბოლიკა
ევროკავშირი და მისი სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
გამოწერა
ვიცე–პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი სათანადო ყურადღებას დაუთმობს სამივე პრეტენდენტს.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოევროკავშირისწევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების შევსებულ კითხვარს ევროკავშირს 10 მაისს გადასცემს, განაცხადა ქვეყნის ვიცე–პრემიერმა თეა წულუკიანმა.
საქართველომ კითხვარი 11 აპრილს მიიღო. კითხვარის შესავსებად საქართველოს ერთი თვე ჰქონდა. მუშაობა კითხვარის როგორც პირველ, ისე მეორე ნაწილზე უკვე დასრულებულია.
„დათქმულ ვადაზე ადრე, 10 მაისს უკვე შეგვეძლება, რომ ევროკავშირს ჩავაბაროთ ქვეყნის სახელით სათანადოდ შევსებული დარგობრივი კითხვარი“, – განაცხადა წულუკიანმა.
შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა.
ვიცე–პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი სათანადო ყურადღებას დაუთმობს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.
„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი სამივე ქვეყანას თანაბარ ყურადღებას დაუთმობს და სამივე ქვეყანას, რომლებიც თანაბრად იმსახურებენ იმ სტატუსს, რომელსაც დღეს ჩვენ ვეძიებთ, მოკლე ვადებში მოგვანიჭებს“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველო კითხვარს ევროკავშირის წევრობაზე ვადაზე ადრე შეავსებს - პრემიერი>>
ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0