https://sputnik-georgia.com/20220509/evrokavsiri-rusuli-navtobis-evrokavsiris-tankerebit-transportirebis-winaarmdegi-ar-aris-266540869.html
ევროკავშირი რუსული ნავთობის ევროკავშირის ტანკერებით ტრანსპორტირების წინააღმდეგი არ არის
ევროკავშირი რუსული ნავთობის ევროკავშირის ტანკერებით ტრანსპორტირების წინააღმდეგი არ არის
Sputnik საქართველო
ევროკავშირის ტანკერებით რუსული ნავთობის გადაზიდვის აკრძალვას ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ ანონსირებული სანქციების მეექვსე პაკეტი
2022-05-09T21:29+0400
2022-05-09T21:29+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249798562_29:0:3208:1788_1920x0_80_0_0_d60762171c551e99b2fc1627160051fa.jpg
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ევროკავშირი უარს იტყვის მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის ევროპული ტანკერებით გადატანის აკრძალვის დაწესებაზე, იუწყება РИА Новости სააგენტო Bloomberg-ის წყაროებზე დაყრდნობით.ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირში რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად სრული აკრძალვის წინადადებით გამოდის, განაცხადა ევროკავშირის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი სიტყვებით, უარი იქნება ეტაპობრივი, მიმდინარე წლის ბოლომდე. სანქციების პაკეტი ითვალისწინებს რუსული ნავთობის ევროკავშირის ტანკერებით გადაზიდვის აკრძალვას.როგორც ითქვა, სანქციების მეექვსე პაკეტიდან ტანკერებით გადაზიდვაზე ემბარგოს ამოღებას მოითხოვდა საბერძნეთი, რომლის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზღვაო გადაზიდვებზე. ხსენებულ შემოთავაზებაზე უარის ძირითად მიზეზად კი საინფორმაციო წრეები ასახელებენ G7 ქვეყნებში ერთიანი პოზიციის არარსებობას.რუსეთმა უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაცია“ მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, ოპერაციის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაციაა“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. შეზღუდვების გამოცხადება კვლავ გრძელდება.წყარო - Bloomberg
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249798562_824:0:3208:1788_1920x0_80_0_0_c9ad2ef63d55fee841e053cc97a47df3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკავშირი რუსული ნავთობი ტანკერები ტრანსპორტირება
ევროკავშირი რუსული ნავთობი ტანკერები ტრანსპორტირება
ევროკავშირი რუსული ნავთობის ევროკავშირის ტანკერებით ტრანსპორტირების წინააღმდეგი არ არის
21:29 09.05.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ევროკავშირის ტანკერებით რუსული ნავთობის გადაზიდვის აკრძალვას ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ ანონსირებული სანქციების მეექვსე პაკეტი
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ევროკავშირი უარს იტყვის მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის ევროპული ტანკერებით გადატანის აკრძალვის დაწესებაზე, იუწყება РИА Новости სააგენტო Bloomberg-ის წყაროებზე დაყრდნობით.
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირში რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად სრული აკრძალვის წინადადებით გამოდის, განაცხადა ევროკავშირის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი სიტყვებით, უარი იქნება ეტაპობრივი, მიმდინარე წლის ბოლომდე. სანქციების პაკეტი ითვალისწინებს რუსული ნავთობის ევროკავშირის ტანკერებით გადაზიდვის აკრძალვას.
როგორც ითქვა, სანქციების მეექვსე პაკეტიდან ტანკერებით გადაზიდვაზე ემბარგოს ამოღებას მოითხოვდა საბერძნეთი, რომლის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზღვაო გადაზიდვებზე. ხსენებულ შემოთავაზებაზე უარის ძირითად მიზეზად კი საინფორმაციო წრეები ასახელებენ G7 ქვეყნებში ერთიანი პოზიციის არარსებობას.
რუსეთმა უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაცია“ მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, ოპერაციის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაციაა“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. შეზღუდვების გამოცხადება კვლავ გრძელდება.