თბილისურ რეზიდენციას დანიელი პოეტი სოფი ჰერმანსენ ერიქსდატერი ეწვია

© courtesy of Writers' House of Georgiaდანიელი პოეტი სოფი ჰერმანსენ ერიქსდატერი
დანიელი პოეტი სოფი ჰერმანსენ ერიქსდატერი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2022
გამოწერა
დანიელ ავტორს შთააგონებს ლანდშაფტი, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა, მიკრო- და მაკროსამყაროები
თბილისი, 8 მაისი– Sputnik. თბილისის მწერალთა რეზიდენციას დანიელი პოეტი სოფი ჰერმანსენ ერიქსდატერი (Sofie Hermansen Eriksdatter) ეწვია - ავტორი მწერალთა სახლში ორი კვირის განმავლობაში იცხოვრებს და იმუშავებს.
სოფი ჰერმანსენ ერიქსდატერი ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკში მცხოვრები დანიელი ავტორია. ის ნორვეგიის მწერალთა სკოლისა და მწერლობის აკადემიის კურსდამთავრებულია. მას მინიჭებული აქვს ხელოვნების მაგისტრის ხარისხი ორჰუსისა და ისლანდიის უნივერსიტეტების მიერ.
© Courtesy of Writers' House of Georgiaდანიელი პოეტი სოფი ჰერმანსენ ერიქსდატერი
Датская поэтесса Софи Хермансен Эриксдаттер (Sofie Hermansen Eriksdatter) - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2022
დანიელი პოეტი სოფი ჰერმანსენ ერიქსდატერი
„ერიქსდატერი ძირითადად პოეზიასა და მცირე პროზაში მუშაობს. მისთვის საინტერესო თემებია ლანდშაფტი, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა, მიკრო- და მაკროსამყაროები, სექსუალობა“, - ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.
მისი ლექსები გამოქვეყნებულია ჩრდილოეთ ევროპული ლიტერატურის სხვადასხვა ანთოლოგიაში, ჟურნალებში, როგორებიცაა Signals, Cappelen Damm და სხვები.
2018 წელს გამომცემლობა Forlaget Silkefyret-მა დაბეჭდა სოფი ჰერმანსენ ერიქსდატერის პოეტური კრებული, „იატაკქვეშეთის ყვავილები“. წიგნი ილუსტრირებულია მხატვარ მარია მოლბეჩის მიერ და არის 2017 წელს სიცილიაში რეზიდენციის ერთობლივი მუშაობის შედეგი.
ყველა ახალი ამბავი
0