ფრთხილად, მძღოლებო! ძირითადი დარღვევები საქართველოს გზებზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტოტრანსპორტი თბილისის ქუჩებში
ავტოტრანსპორტი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2022
გამოწერა
დარღვევების ტოპ-ხუთეული საქართველოს გზებზე
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 875,4 ათასი ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
Sputnik-საქართველო გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს

1. სიჩქარის გადაჭარბება

ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.
2022 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა სულ 228.984 ჯარიმა - 50 ლარი.

2. პარკირების წესების იგნორირება

მეორე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.
ასეთი დარღვევისთვის 2022 წლის პირველ კვარტალში გამოიწერა 155.798 ჯარიმა, რაც 10 ლარს შეადგენს.

3. ტექდათვალიერების არარსებობა

მესამე ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
© Sputnik / Alexander Imedashviliავტობოქსი
Ремонтный бокс. Мастерская где чинят машины - моторист за работой - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2022
ავტობოქსი
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 194.498 ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენს.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა

მეოთხე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
ასეთი 91.737 დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.

5. ტელეფონზე საუბარი ავტომობილის მართვის დროს

ამ დარღვევისთვის გამოიწერა 26.845 ჯარიმა - 30 ლარი.
ვიდეოჯარიმები და ქულები
დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
© Sputnik / Alexander Imedashviliშუქნიშანი
Светофор на одной из тбилисских улиц - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2022
შუქნიშანი
საერთო ჯამში, 2022 წლის სამ თვეში საქართველოში 30,1 მლნ ლარის ოდენობით 643.796 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამავდროულად, მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 15,6 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.
ამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 74.875 მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 6 მძღოლს, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
ყველა ახალი ამბავი
0