https://sputnik-georgia.com/20220508/didi-odenobit-narkotiki-da-iarari-samegrelosi-ori-piri-daakaves-266518883.html
დიდი ოდენობით ნარკოტიკი და იარაღი: სამეგრელოში ორი პირი დააკავეს
დიდი ოდენობით ნარკოტიკი და იარაღი: სამეგრელოში ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულია ორი პირი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
2022-05-08T19:29+0400
2022-05-08T19:29+0400
2022-05-08T20:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23994/08/239940866_0:96:1920:1176_1920x0_80_0_0_ab8f3f7d170c2dc160f2b8f617947b9b.jpg
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ორი მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულის მიერ ევროპიდან ჩამოყვანილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 3.715 აბი „სუბუტექსი", ხოლო მეორე მამაკაცის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების 2 აბი და აბის სამი ნატეხი, 2 პისტოლეტი და 57 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.44 და 52 წლის მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.წყარო - შსს-ს პრესსამსახური
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23994/08/239940866_113:0:1808:1271_1920x0_80_0_0_9e1697b594aaee665773b8d2c15ebc52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნარკოტიკი სუბუტექსი იარაღი პისტოლეტი სამეგრელო ორი პირი დაკავება
ნარკოტიკი სუბუტექსი იარაღი პისტოლეტი სამეგრელო ორი პირი დაკავება
დიდი ოდენობით ნარკოტიკი და იარაღი: სამეგრელოში ორი პირი დააკავეს
19:29 08.05.2022 (განახლებულია: 20:19 08.05.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ორი მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულის მიერ ევროპიდან ჩამოყვანილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 3.715 აბი „სუბუტექსი", ხოლო მეორე მამაკაცის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების 2 აბი და აბის სამი ნატეხი, 2 პისტოლეტი და 57 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
44 და 52 წლის მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.