https://sputnik-georgia.com/20220507/saqartvelosa-da-israelis-sagareo-saqmeta-ministrebma-tanamsromlobaze-imsjeles-266489726.html
საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
Sputnik საქართველო
საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და უსაფრთხოებას რეგიონში. 07.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-07T00:02+0400
2022-05-07T00:02+0400
2022-05-07T00:09+0400
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო
ისრაელი
ახალი ამბები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295789_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_1c110e4bd7060d87a2239810b7113871.jpg
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა თავის ისრაელელ კოლეგა იაირ ლაპიდთან ტელეფონით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.პრეს-სამსახურის ცნობით, მინისტრებმა საუბრისას აღნიშნეს ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობის მნიშვნელობა და განიხილეს პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრები საუბარისას ასევე შეეხნენ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხებს რეგიონში.საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის წარმოებს მუდმივი პოლიტიკური დიალოგი, ისინი თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295789_546:153:3072:2048_1920x0_80_0_0_0fbf7c1e62f4fcf78b84fc1a20a916c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო, ისრაელი , ახალი ამბები, პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო, ისრაელი , ახალი ამბები, პოლიტიკა
საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
00:02 07.05.2022 (განახლებულია: 00:09 07.05.2022) საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და უსაფრთხოებას რეგიონში.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა თავის ისრაელელ კოლეგა იაირ ლაპიდთან ტელეფონით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
პრეს-სამსახურის ცნობით, მინისტრებმა საუბრისას აღნიშნეს ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობის მნიშვნელობა და განიხილეს პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრები საუბარისას ასევე შეეხნენ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხებს რეგიონში.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის წარმოებს მუდმივი პოლიტიკური დიალოგი, ისინი თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.