https://sputnik-georgia.com/20220507/msenebloba-ganvadebit-da-umusevrobis-problemis-gadawra-saqartvelos-mtavrobis-gegmebi-266504770.html
მშენებლობა განვადებით და უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა - საქართველოს მთავრობის გეგმები
მშენებლობა განვადებით და უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა - საქართველოს მთავრობის გეგმები
Sputnik საქართველო
მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს
2022-05-07T19:47+0400
2022-05-07T19:47+0400
2022-05-07T19:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24535/21/245352148_128:174:1000:664_1920x0_80_0_0_1fe2f271dd5954cca024368897a528bd.jpg
თბილისი, 7 მაისი– Sputnik. განვადებით სახელმწიფო მშენებლობის პროგრამა, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმება და მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები იყო მთავარი თემები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.მთავრობის პრეს-სამსახურის მონაცემებით, ეკონომიკური საბჭოს განხილვის მთავარი თემა სწორედ სახელმწიფო ობიექტების განვადებით მშენებლობა გახდა. მთავრობა მზადაა, ობიექტების მშენებლობისთვის 2 მილიარდი ლარი გამოყოს, საუბარია სკოლებზე, ჯარის და პოლიციის ინფრასტრუქტურაზე, წყალმომარაგების სისტემებზე და ა.შ.მეორე საკითხი იყო სოციალურად დაუცველი პირების დასაქმება. მთავრობის პრეს-სამსახურის მონაცემებით, ამ დროისთვის პროგრამით დაინტერესება 20 ათასზე მეტმა მსურველმა გამოხატა, მათ შესაბამისი ხელშეკრულებები უფორმდებათ და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.მანამდე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კონტრაქტები, რომელთა მიხედვითაც სოცდაუცველები შემწეობასთან ერთად 300 ლარიან ხელფასს მიიღებენ, 2022 წლის ბოლომდე ვადით უფორმდებათ.განხილვის კიდევ ერთი საკითხი ენერგეტიკული პროექტები იყო. უახლოეს დროს მთავრობა ამ სფეროს განვითარების გეგმის წარდგენას აპირებს.კონკრეტულად რას ითვალისწინებს გეგმა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს და ეკონომიკურ გუნდს ამ მიმართულებით მუშაობა დაავალა.წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24535/21/245352148_251:144:945:664_1920x0_80_0_0_795202ae63bb74b593ff37c79298a169.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მშენებლობა განვადება უმუშევრობა პრობლემა საქართველო მთავრობა გეგმები
მშენებლობა განვადება უმუშევრობა პრობლემა საქართველო მთავრობა გეგმები
მშენებლობა განვადებით და უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა - საქართველოს მთავრობის გეგმები
მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს
თბილისი, 7 მაისი– Sputnik. განვადებით სახელმწიფო მშენებლობის პროგრამა, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმება და მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები იყო მთავარი თემები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობამ დასაქმების და განვადებით მშენებლობის პროექტები წლის დასაწყისში დააანონსა, პირველი პროექტი უკვე ხორციელდება, ხოლო მეორე შეფერხდა ბიზნეს-წრეებში არსებული შიშების გამო.
მთავრობის პრეს-სამსახურის მონაცემებით, ეკონომიკური საბჭოს განხილვის მთავარი თემა სწორედ სახელმწიფო ობიექტების განვადებით მშენებლობა გახდა. მთავრობა მზადაა, ობიექტების მშენებლობისთვის 2 მილიარდი ლარი გამოყოს, საუბარია სკოლებზე, ჯარის და პოლიციის ინფრასტრუქტურაზე, წყალმომარაგების სისტემებზე და ა.შ.
მეორე საკითხი იყო სოციალურად დაუცველი პირების დასაქმება. მთავრობის პრეს-სამსახურის მონაცემებით, ამ დროისთვის პროგრამით დაინტერესება 20 ათასზე მეტმა მსურველმა გამოხატა, მათ შესაბამისი ხელშეკრულებები უფორმდებათ და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მანამდე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კონტრაქტები, რომელთა მიხედვითაც სოცდაუცველები შემწეობასთან ერთად 300 ლარიან ხელფასს მიიღებენ, 2022 წლის ბოლომდე ვადით უფორმდებათ.
განხილვის კიდევ ერთი საკითხი ენერგეტიკული პროექტები იყო. უახლოეს დროს მთავრობა ამ სფეროს განვითარების გეგმის წარდგენას აპირებს.
კონკრეტულად რას ითვალისწინებს გეგმა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს და ეკონომიკურ გუნდს ამ მიმართულებით მუშაობა დაავალა.