ტურისტების რაოდენობა თითქმის ექვსჯერ გაიზარდა - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
საქართველოში ტურისტების ძირითადი ნაწილი სახმელეთო გზით შემოვიდა.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის იანვარი–აპრილში საქართველოს რუსეთის 105,3 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 483,3%-ით მეტია 2021 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემთან და 71,3%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–აპრილში საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 272,3%-ით გაიზარდა.
საქართველომ ოთხ თვეში 820,8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 63,8%-ით ნაკლებია.
ტურიზმის სწრაფი აღდგენა საქართველოში: მარიამ ქვრივიშვილმა მიზეზები დაასახელა>>>
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 642,3 ათასი ტურისტული იყო. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 233,9%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტების ნაკადი 52,2%-ით არის აღდგენილი.
ვინ ლიდერობს საქართელოში ვიზიტებით
2022 წლის იანვარი–აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა – 139,7ათასი, რაც 94,6%-ით მეტია გასული წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით და 52,8%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.
ასევე გაიზარდა ქართული დიასპორის წარმომადგენლების რაოდენობაც, რომლებმაც ისტორიული სამშობლო მოინახულეს. პირველ კვარტალში ისინი ქვეყანაში 76.000-ჯერ შემოვიდნენ. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 181,8%-ით მეტია.
როგორ შემოდიან ტურისტები საქართველოში
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 54,6% სახმელეთო გზით შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე კი „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია.
მეორე ადგილზეა საჰაერო გზა (უცხოელების 44,5%) – ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც 235 ათასზე მეტმა ტურისტმა ისარგებლა.
ყველა ახალი ამბავი
0