https://sputnik-georgia.com/20220504/turizmis-swrafi-ardgena-saqartvelosi-mariam-qvrivisvima-mizezebi-daasaxela-266431909.html
ტურიზმის სწრაფი აღდგენა საქართველოში: მარიამ ქვრივიშვილმა მიზეზები დაასახელა
ტურიზმის სწრაფი აღდგენა საქართველოში: მარიამ ქვრივიშვილმა მიზეზები დაასახელა
Sputnik საქართველო
2022 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184,9%-ით გაიზარდა
2022-05-04T20:45+0400
2022-05-04T20:45+0400
2022-05-04T23:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24491/48/244914866_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_4359d26ca0e5ba7b16ac0706dcde0f37.jpg
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა უკავშირდება სწორ სამოქმედო გეგმას და მარკეტინგულ კამპანიას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.2022 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184,9%-ით გაიზარდა. საქართველომ აპრილში უმასპინძლა 244,3 ათას საერთაშორისო ვიზიტორს და 2019 წლის მაჩვენებლები 37,7%-ით აღადგინა.ამასთან მან აღნიშნა, რომ ტურისტული ნაკადის ზრდაზე დადებითად იმოქმედა სამიზნე ქვეყნებიდან პირდაპირი რეისების თაობაზე წარმოებულმა მოლაპარაკებებმა საერთაშორისო საავიაციო კომპანიებთან.საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი COVID-19-ის პანდემიამდე 10%-ს შეადგენდა. ამიტომ ამ სფეროს აღდგენა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანაში საქმიანი აქტივობის ასაღორძინებლად.ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის.მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.ეკონომიკის აღდგენისა და ქვეყანაში ტურისტების დაბრუნებისთვის საქართველომ დაიწყო შეზღუდვების თანდათანობით გაუქმება. 2021 წლის 1 თებერვლიდან გაიხსნა ქვეყნის საჰაერო საზღვრები, 1 ივნისიდან – სახმელეთო.შედეგად, 2021 წლიდან დაიწყო აქტიური აღდგენა – საქართველოში განხორციელდა 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც 45,1%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მონაცემები 31%-ით აღდგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24491/48/244914866_173:0:1993:1365_1920x0_80_0_0_3b1bb494243e5a1966f379896de564c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი აღდგენა საქართველო მარიამ ქვრივიშვილი მიზეზები
ტურიზმი აღდგენა საქართველო მარიამ ქვრივიშვილი მიზეზები
ტურიზმის სწრაფი აღდგენა საქართველოში: მარიამ ქვრივიშვილმა მიზეზები დაასახელა
20:45 04.05.2022 (განახლებულია: 23:16 04.05.2022) 2022 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184,9%-ით გაიზარდა.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა უკავშირდება სწორ სამოქმედო გეგმას და მარკეტინგულ კამპანიას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
2022 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184,9%-ით გაიზარდა. საქართველომ აპრილში უმასპინძლა 244,3 ათას საერთაშორისო ვიზიტორს და 2019 წლის მაჩვენებლები 37,7%-ით აღადგინა.
„საერთაშორისო ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა სწორი სამოქმედო გეგმისა და მიზნობრივ ბაზრებზე ჩატარებული და მიმდინარე ეფექტური მარკეტინგული კამპანიების შედეგია. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ვახორციელებთ მათთან ერთობლივ პროექტებს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების მოსალოდნელზე მეტ ზრდას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ტურისტული ნაკადის ზრდაზე დადებითად იმოქმედა სამიზნე ქვეყნებიდან პირდაპირი რეისების თაობაზე წარმოებულმა მოლაპარაკებებმა საერთაშორისო საავიაციო კომპანიებთან.
საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი COVID-19-ის პანდემიამდე 10%-ს შეადგენდა. ამიტომ ამ სფეროს აღდგენა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანაში საქმიანი აქტივობის ასაღორძინებლად.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის.
მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
ეკონომიკის აღდგენისა და ქვეყანაში ტურისტების დაბრუნებისთვის საქართველომ დაიწყო შეზღუდვების თანდათანობით გაუქმება. 2021 წლის 1 თებერვლიდან გაიხსნა ქვეყნის საჰაერო საზღვრები, 1 ივნისიდან – სახმელეთო.
შედეგად, 2021 წლიდან დაიწყო აქტიური აღდგენა – საქართველოში განხორციელდა 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც 45,1%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მონაცემები 31%-ით აღდგა.