https://sputnik-georgia.com/20220506/taqsis-mzrolebi-baslainze-gacerebas-sezleben-266482210.html
თბილისში ტაქსის მძღოლებს „ბასლაინზე“ გაჩერების უფლება ექნებათ
თბილისში ტაქსის მძღოლებს „ბასლაინზე“ გაჩერების უფლება ექნებათ
Sputnik საქართველო
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა. 06.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-06T18:56+0400
2022-05-06T18:56+0400
2022-05-06T22:48+0400
თბილისი დღეს
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250832523_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_8dee9681d12e28e806184e9ea99cc565.jpg
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. თბილისში ტაქსის მძღოლები შეძლებენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში საჭიროების შემთხვევაში იმოძრაონ ან გაჩერდნენ.„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა. კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.კანონპროექტის მიღების შემთხვევაში თბილისში ტაქსის მძღოლებს მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომისა და გადმოსხდომის მიზნით მიეცემათ შესაძლებლობა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ ადგილზე იმოძრაონ ან გაჩერდნენ.როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განმარტა, პარალელურად გამკაცრდება პარკირების წესები – ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.
https://sputnik-georgia.com/20220428/mzgolebis-sayuradgebod-tbilisshi-axali-jarimebi-amoqmeddeba-266273928.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250832523_72:0:1207:851_1920x0_80_0_0_7e39e548ce648799a0f889934dc3c860.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისი დღეს, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისში ტაქსის მძღოლებს „ბასლაინზე“ გაჩერების უფლება ექნებათ
18:56 06.05.2022 (განახლებულია: 22:48 06.05.2022) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. თბილისში ტაქსის მძღოლები შეძლებენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში საჭიროების შემთხვევაში იმოძრაონ ან გაჩერდნენ.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა. კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში თბილისში ტაქსის მძღოლებს მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომისა და გადმოსხდომის მიზნით მიეცემათ შესაძლებლობა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ ადგილზე იმოძრაონ ან გაჩერდნენ.
როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განმარტა, პარალელურად გამკაცრდება პარკირების წესები – ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.