თაღლითობა თბილისში: სასამართლომ საქართველოს და ნიგერიის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირი – საქართველოს და ნიგერიის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით ნიგერიის მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა კატარული კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერულად შეაღწიეს და გაგზავნილი ცრუ შეტყობინების და თანდართული ყალბი ინვოისების საფუძველზე კომპანიას 189.465 აშშ დოლარი საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს, შემდეგ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი>>>
ამას გარდა თაღლითური ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მათ მიერ შექმნილი გამოგონილი პიროვნების გვერდის მეშვეობით დაუკავშირდნენ ნიდერლანდის მოქალაქეს და მისი ნდობის მოპოვების შემდეგ 57.810 ევრო საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.
ნიგერიის მოქალაქემ თაღლითურად მოპოვებული თანხის ნაწილი თავის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა და პირადი საჭიროებისამებრ გამოიყენა.
გამოძიების ეტაპზე პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაყადაღებული 145.900 აშშ დოლარი სრულად დაუბრუნდა დაზარალებულ კატარულ კომპანიას, ხოლო ნიდერლანდის მოქალაქეს აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი.
ყველა ახალი ამბავი
0