https://sputnik-georgia.com/20220428/tarlitoba-da-ukanono-semosavlebi-266295528.html
თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი
თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი
Sputnik საქართველო
პროკურატურაში გრძელდება გამოძიება, რათა მოხდეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენა და მხილება. 28.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-28T19:24+0400
2022-04-28T19:24+0400
2022-04-28T21:37+0400
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოში თაღლითობისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ.როგორც გამოძიებით დადგინდა, უცხოური კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით ბრალდებულებმა საქართველოში საწარმო დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გახსნეს.დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა გეგმა, რომლის შესაბამისად ერთ-ერთი ბრალდებული გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობებს ფლობდა და ფინანსური მოგების მიღების მიზნით საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა.მეტი დამაჯერებლობისთვის ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლებისა და მოგების შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს.აღნიშნულით ქმედების შედეგად ბრალდებულებმა უკანონოდ მიღებული დაახლოებით 2 მლნ ლარამდე შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.ამ დროისათვის გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები, ბრალდებულების საკუთრებაში არსებული ოთხი ძვირადღირებული უძრავი ქონება და ორი ავტომანქანა.ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით დაიწყო, რაც თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.საქართველოს პროკურატურა განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
https://sputnik-georgia.com/20220427/saqartvelosi-socialuri-qselis-mesveobit-didi-odenobit-tanxis-mitvisebis-faqti-gamoavlines-266263753.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი
19:24 28.04.2022 (განახლებულია: 21:37 28.04.2022) პროკურატურაში გრძელდება გამოძიება, რათა მოხდეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენა და მხილება.
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოში თაღლითობისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ.
როგორც გამოძიებით დადგინდა, უცხოური კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით ბრალდებულებმა საქართველოში საწარმო დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გახსნეს.
დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა გეგმა, რომლის შესაბამისად ერთ-ერთი ბრალდებული გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობებს ფლობდა და ფინანსური მოგების მიღების მიზნით საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა.
მეტი დამაჯერებლობისთვის ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლებისა და მოგების შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2020 წლის მაისი-ივლისის პერიოდში დაზარალებულებს, გამოგონილი ე.წ. წარმატებული ბიზნეს-საქმიანობის ფარგლებში, თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600.000 ევრო მოტყუებით საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს. შემდეგ კი თანხა დაანაწევრეს და მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე საზღვარგარეთ გადარიცხეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
აღნიშნულით ქმედების შედეგად ბრალდებულებმა უკანონოდ მიღებული დაახლოებით 2 მლნ ლარამდე შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
ამ დროისათვის გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები, ბრალდებულების საკუთრებაში არსებული ოთხი ძვირადღირებული უძრავი ქონება და ორი ავტომანქანა.
ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით დაიწყო, რაც თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.