https://sputnik-georgia.com/20220427/saqartvelosi-socialuri-qselis-mesveobit-didi-odenobit-tanxis-mitvisebis-faqti-gamoavlines-266263753.html
საქართველოში სოციალური ქსელის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი გამოავლინეს
საქართველოში სოციალური ქსელის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
პროკურატურა საზოგადოებას მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდონ სოციალურ ქსელებში განთავსებულ ინფორმაციებს შეღავათიანი კრედიტის ან სხვა სახის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით
2022-04-27T14:30+0400
2022-04-27T14:30+0400
2022-04-27T17:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნეს, სადაც განათავსეს ინფორმაცია, თითქოს ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულება 5 ათასიდან 1 მლნ ევრომდე ოდენობით შეღავათიან კრედიტს გასცემდა.უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ბრალდებულის სახით არის დაკავებული. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სოცქსელი თანხა მითვისება ფაქტი
საქართველო სოცქსელი თანხა მითვისება ფაქტი
საქართველოში სოციალური ქსელის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი გამოავლინეს
14:30 27.04.2022 (განახლებულია: 17:14 27.04.2022) პროკურატურა საზოგადოებას მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდონ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ინფორმაციებს შეღავათიანი კრედიტის ან სხვა სახის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნეს, სადაც განათავსეს ინფორმაცია, თითქოს ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულება 5 ათასიდან 1 მლნ ევრომდე ოდენობით შეღავათიან კრედიტს გასცემდა.
„დანაშაულში ჩართული პირების მითითებით შეღავათიანი სესხის მიღებით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეების თანხები სასესხო განაცხადის რეგისტრაციის, კრედიტის სადაზღვევო და სხვა გამოგონილი მიზნებისთვის მოტყუებით ირიცხებოდა დამნაშავეებთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ბრალდებულის სახით არის დაკავებული. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.