https://sputnik-georgia.com/20220506/rodis-gachndeba-saqartveloshi-cifruli-valuta-266465418.html
როდის გაჩნდება საქართველოში ციფრული ვალუტა - ეროვნული ბანკის განმარტება
როდის გაჩნდება საქართველოში ციფრული ვალუტა - ეროვნული ბანკის განმარტება
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის გეგმაშია წლის ბოლომდე ციფრული ლარის საპილოტო ეტაპის დანერგვა. 06.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-06T12:39+0400
2022-05-06T12:39+0400
2022-05-06T19:24+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695123_0:0:3477:1955_1920x0_80_0_0_855530d968f1349e4e552202c0a2b685.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოში ციფრული ვალუტის დანერგვა ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა პოლიტიკური დანერგვა ჯერჯერობით განიხილება, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.მისი თქმით, ეროვნული ბანკის გეგმაშია წლის ბოლომდე ციფრული ლარის საპილოტო ეტაპი დანერგოს. ახლა აღნიშნული პროექტის ფორმა და მასშტაბი ზუსტდება.ადრე ეროვნულმა ბანკმა ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების შემსუბუქებისა და გადახდის სისტემის ეფექტურობის ამაღლების მიზნით 2022 წლიდან ციფრული ვალუტის გამოშვების დაწყება დააანონსა.სიახლეები ციფრულ ვალუტაშიამჟამად ქვეყნების ცენტრალური ბანკები ფულის ორ სახეობას უშვებენ: ნაღდი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფული და „ფული ბანკებისთვის“ – კომერციული ბანკების სარეზერვო ანგარიშები ცენტრალურ ბანკში, რაც მხოლოდ ბანკებისთვისაა ხელმისაწვდომი.საქართველოს ეროვნული ბანკი „ციფრული ფულის“ გამოშვებაზე ფიქრობს>>>ცენტრალური ბანკის ციფრული ფული ასევე შეიძლება ორი სახის იყოს: საცალო (retail) – ნაღდი ფულის ციფრული ანალოგი, მომხმარებლის ფართო წრისთვის ხელმისაწვდომი (მათ შორის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის), და საბითუმო (wholesale) – „ბანკების ფულის“ ციფრული ანალოგი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საფინანსო ორგანიზაციებისთვის.საცალო CBDC-ს შეიძლება ვუწოდოთ „სარეზერვო ანგარიშები ყველასთვის“ და მისი საკვანძო სიახლეა ცენტრალური ბანკის ვალდებულებებისთვის ხელმისაწვდომობის გაფართოება.რა განსხვავებაა ციფრულ ფულსა და კრიპტოვალუტას შორისკრიპტოვალუტას, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისგან განსხვავებით, არ გააჩნია ფულის მნიშვნელოვანი თვისებები, არა აქვს ემიტენტი, რომელიც გარანტიას მისცემდა მის გამოშვებასა და შემდგომ ბრუნვას.კერძოდ, კრიპტოვალუტა შეიძლება გადავიდეს ერთი მფლობელიდან მეორე მფლობელთან. მაგრამ, პირველ რიგში, მას არა აქვს გადახდის საშუალების უნარი. მეორეც, კრიპტოვალუტა არ შეიძლება იყოს დანაზოგის საიმედო საშუალება, რადგან მისი ღირებულება ყოველდღიურად და ყოველთვიურად ძალიან მერყეობს, მიიჩნევენ ექსპერტები.და, მესამე – კრიპტოვალუტას არა აქვს ემიტენტი, რომელიც გარანტიას მისცემდა მის საიმედოობასა და გამოშვების პროცესის პასუხისმგებლობას და ამ ინსტრუმენტების შემდგომ ბრუნვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695123_414:0:3021:1955_1920x0_80_0_0_1615de07f18a94ad4164e8b94bcdf7da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის გაჩნდება საქართველოში ციფრული ვალუტა - ეროვნული ბანკის განმარტება
12:39 06.05.2022 (განახლებულია: 19:24 06.05.2022) ეროვნული ბანკის გეგმაშია წლის ბოლომდე ციფრული ლარის საპილოტო ეტაპის დანერგვა.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოში ციფრული ვალუტის დანერგვა ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა პოლიტიკური დანერგვა ჯერჯერობით განიხილება, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (central bank digital currency, CBDC) ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში ეროვნული ბანკი ფინტექ–კომპანიებთან და დაინტერესებულ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
„ციფრული ლარის კვლევითი ეტაპის ფარგლებში 100-ზე მეტ პოტენციურ პარტნიორ კომპანიას შევხვდით და შემიძლია ვთქვა, რომ ციფრული ლარის დანერგვა ტექნოლოგიურად არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. მთავარია, გადაწყდეს ციფრული ლარის პოლიტიკური მოწყობის საკითხი, რისი განხილვა დღესაც მიმდინარეობს“, – განაცხადა ლეჟავამ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის გეგმაშია წლის ბოლომდე ციფრული ლარის საპილოტო ეტაპი დანერგოს. ახლა აღნიშნული პროექტის ფორმა და მასშტაბი ზუსტდება.
ადრე ეროვნულმა ბანკმა ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების შემსუბუქებისა და გადახდის სისტემის ეფექტურობის ამაღლების მიზნით 2022 წლიდან ციფრული ვალუტის გამოშვების დაწყება დააანონსა.
სიახლეები ციფრულ ვალუტაში
ამჟამად ქვეყნების ცენტრალური ბანკები ფულის ორ სახეობას უშვებენ: ნაღდი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფული და „ფული ბანკებისთვის“ – კომერციული ბანკების სარეზერვო ანგარიშები ცენტრალურ ბანკში, რაც მხოლოდ ბანკებისთვისაა ხელმისაწვდომი.
ცენტრალური ბანკის ციფრული ფული ასევე შეიძლება ორი სახის იყოს: საცალო (retail) – ნაღდი ფულის ციფრული ანალოგი, მომხმარებლის ფართო წრისთვის ხელმისაწვდომი (მათ შორის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის), და საბითუმო (wholesale) – „ბანკების ფულის“ ციფრული ანალოგი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საფინანსო ორგანიზაციებისთვის.
საცალო CBDC-ს შეიძლება ვუწოდოთ „სარეზერვო ანგარიშები ყველასთვის“ და მისი საკვანძო სიახლეა ცენტრალური ბანკის ვალდებულებებისთვის ხელმისაწვდომობის გაფართოება.
რა განსხვავებაა ციფრულ ფულსა და კრიპტოვალუტას შორის
კრიპტოვალუტას, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისგან განსხვავებით, არ გააჩნია ფულის მნიშვნელოვანი თვისებები, არა აქვს ემიტენტი, რომელიც გარანტიას მისცემდა მის გამოშვებასა და შემდგომ ბრუნვას.
კერძოდ, კრიპტოვალუტა შეიძლება გადავიდეს ერთი მფლობელიდან მეორე მფლობელთან. მაგრამ, პირველ რიგში, მას არა აქვს გადახდის საშუალების უნარი. მეორეც, კრიპტოვალუტა არ შეიძლება იყოს დანაზოგის საიმედო საშუალება, რადგან მისი ღირებულება ყოველდღიურად და ყოველთვიურად ძალიან მერყეობს, მიიჩნევენ ექსპერტები.
და, მესამე – კრიპტოვალუტას არა აქვს ემიტენტი, რომელიც გარანტიას მისცემდა მის საიმედოობასა და გამოშვების პროცესის პასუხისმგებლობას და ამ ინსტრუმენტების შემდგომ ბრუნვას.