Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მყავს საყვარელი ადამიანი...“ - თამთა ჭელიძე პირადულზე საუბრობს

© courtesy of Tamta Chelidzeთამთა ჭელიძე
თამთა ჭელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
თამთა ჭელიძემ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
მომღერალი თამთა ჭელიძე „ღამის პრაიმტაიმთან“ საუბრობს სიახლეზე, რომელიც მის პირად ცხოვრებაშია. მომღერალი აღნიშნავს, რომ ამჟამად ჰყავს საყვარელი მამაკაცი, რომელსაც ცხოვრება დაუკავშირა.
თამთას ქორწინება აკავშირებდა მსახიობ ჯაბა კილაძესთან. წყვილს ერთი ქალიშვილი, ლიზა ჰყავს.
ჯაბა კილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
ჯაბა კილაძეს ულამაზესი გოგონა ჰყავს – ნახეთ როგორ ჰგავს ლიზა მამას

„ოფიციალური ოჯახი არა, მაგრამ მყავს საყვარელი ადამიანი. რაც შეეხება ჯაბას, ჩვენ ოთხი წელი ვიყავით ცოლ-ქმარი, ბავშვის გაჩენის შემდეგ, როცა ლიზა ერთი თვის იყო, გავშორდით ერთმანეთს. ერთადერთი მიზეზი ჩემი მხრიდან იყო ეჭვიანობა, რადგან ძალიან ვეჭვიანობდი. იმ პერიოდში მე უფრო პოპულარული ვიყავი, მაგრამ გოგონები ძალიან აქტიურობდნენ“, – იხსენებს მომღერალი.

მისი თქმით, ჯაბა მაშინ „ჯინსების თაობაში“ თამაშობდა და მასზე „საშინელი მოთხოვნა იყო“.

„რთული ორსულობა მქონდა, შვიდი თვე ვიწექი, მასაც გაუჭირდა, ცოლი წევს, ვერ დგება, პატარა იყო. ჩემი დეპრესია დიდხანს გაგრძელდა. თავიდანვე არ მივხედე. ახლა კი გადასარევად ვარ“, – ამბობს მომღერალი.

ყველა ახალი ამბავი
0