https://sputnik-georgia.com/20220301/shua-qalaqshi-sandro-jaba-kiladze-259670778.html
ჯაბა კილაძეს ულამაზესი გოგონა ჰყავს – ნახეთ როგორ ჰგავს ლიზა მამას
ჯაბა კილაძეს ულამაზესი გოგონა ჰყავს – ნახეთ როგორ ჰგავს ლიზა მამას
Sputnik საქართველო
ჯაბა კილაძე განსაკუთრებით პოპულარული გახდა ცნობილი სერიალით „შუა ქალაქში“, სადაც სანდროს როლს თამაშობდა. 01.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-01T17:58+0400
2022-03-01T17:58+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24699/76/246997684_0:12:2048:1164_1920x0_80_0_0_9535abe48721215ae0707168ad5aa8a5.jpg
რამდენიმე წლის წინ ჯაბა კილაძე არჩევანის წინაშე დადგა – მიუხედავად ფეხბურთის დიდი სიყვარულისა და კარგი მონაცემებისა, საბოლოოდ მსახიობი გახდა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ცნობილი სერიალით „შუა ქალაქში“, სადაც სანდროს როლს თამაშობდა.გარდა ამისა, ნათამაშები აქვს რამდენიმე სპექტალში, რომელთა შორისაა ცნობილი „ჯინსების თაობა“. მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „16+“ (2006), „იდიოტოკრატია“ (2008), „მაიტა ნასოსი“, ასევე სერიალში „მტვრის გემო“ (2010).„შუა ქალაქში“ — ქართული სიტკომის ჟანრის სერიალია მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში (ვაკეში) ცხოვრობენ. სერიალი დადგმულია სტუდია „ღამის შოუს“ მიერ და ის ექვსი წლის განმავლობაში გადიოდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.მსახიობი საზოგადოებას მომღერალ თამთა ჭელიძის ცნობილი კლიპიდანაც ახსოვს, რომელსაც წლების წინ აქტიურად განიხილავდნენ, როგორც პირველ ქართულ მუსიკალურ ვიდეოს, სადაც თამამი სცენები იყო. მსახიობისა და მომღერლის წყვილმა 2002 წელს იქორწინა, თუმცა ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ – ლიზა, რომელიც „მწვანე სკოლის“ მოსწავლეა. გოგონა ძალიან ჰგავს მამას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მამა-შვილი ხშირად მოგზაურობს ერთად.„ყველაფერი საღი მიდგომაა, როდესაც ხედავ, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს ხელს უშლის, ყოველთვის ჯობს, რომ სხვადასხვა რეჟიმში გადავიდეს წყვილი. ცუდია, რომ ოჯახები ასე სწრაფად ინგრევა. ეს არის ჩვენი წარსულის ბრალი. ევროპასა და ამერიკაში მანამ, სანამ ცოლს მოიყვანენ, ბევრს ფიქრობენ. თუმცა, ვფიქრობ, რეგიონში საქართველო ყველაზე განვითარებული ქვეყანაა“, – ამბობდა ჯაბა კილაძე ერთ-ერთ ინტერვიუში მეუღლესთან დაშორების შესახებ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24699/76/246997684_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_baffec4ce8129007c82d202e7f184aed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართველი ცნობადი სახეები
ჯაბა კილაძეს ულამაზესი გოგონა ჰყავს – ნახეთ როგორ ჰგავს ლიზა მამას
17:58 01.03.2022 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) ჯაბა კილაძე განსაკუთრებით პოპულარული გახდა ცნობილი სერიალით „შუა ქალაქში“, სადაც სანდროს როლს თამაშობდა.
რამდენიმე წლის წინ ჯაბა კილაძე არჩევანის წინაშე დადგა – მიუხედავად ფეხბურთის დიდი სიყვარულისა და კარგი მონაცემებისა, საბოლოოდ მსახიობი გახდა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ცნობილი სერიალით „შუა ქალაქში“, სადაც სანდროს როლს თამაშობდა.
გარდა ამისა, ნათამაშები აქვს რამდენიმე სპექტალში, რომელთა შორისაა ცნობილი „ჯინსების თაობა“. მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „16+“ (2006), „იდიოტოკრატია“ (2008), „მაიტა ნასოსი“, ასევე სერიალში „მტვრის გემო“ (2010).
„შუა ქალაქში“ — ქართული სიტკომის ჟანრის სერიალია მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში (ვაკეში) ცხოვრობენ. სერიალი დადგმულია სტუდია „ღამის შოუს“ მიერ და ის ექვსი წლის განმავლობაში გადიოდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მსახიობი საზოგადოებას მომღერალ თამთა ჭელიძის ცნობილი კლიპიდანაც ახსოვს, რომელსაც წლების წინ აქტიურად განიხილავდნენ, როგორც პირველ ქართულ მუსიკალურ ვიდეოს, სადაც თამამი სცენები იყო. მსახიობისა და მომღერლის წყვილმა 2002 წელს იქორწინა, თუმცა ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ – ლიზა, რომელიც „მწვანე სკოლის“ მოსწავლეა. გოგონა ძალიან ჰგავს მამას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მამა-შვილი ხშირად მოგზაურობს ერთად.
„ყველაფერი საღი მიდგომაა, როდესაც ხედავ, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს ხელს უშლის, ყოველთვის ჯობს, რომ სხვადასხვა რეჟიმში გადავიდეს წყვილი. ცუდია, რომ ოჯახები ასე სწრაფად ინგრევა. ეს არის ჩვენი წარსულის ბრალი. ევროპასა და ამერიკაში მანამ, სანამ ცოლს მოიყვანენ, ბევრს ფიქრობენ. თუმცა, ვფიქრობ, რეგიონში საქართველო ყველაზე განვითარებული ქვეყანაა“, – ამბობდა ჯაბა კილაძე ერთ-ერთ ინტერვიუში მეუღლესთან დაშორების შესახებ.