https://sputnik-georgia.com/20220506/gamyrelize-mxars-uwers-pandemiis-periodsi-samedicino-sferos-saqmianobis-semowmebas-266484608.html
ამირან გამყრელიძე მხარს უჭერს სამედიცინო სფეროს პანდემიის პერიოდში საქმიანობის შემოწმებას
ამირან გამყრელიძე მხარს უჭერს სამედიცინო სფეროს პანდემიის პერიოდში საქმიანობის შემოწმებას
Sputnik საქართველო
შემოწმდება ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში. 06.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-06T21:16+0400
2022-05-06T21:16+0400
2023-08-17T18:17+0400
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249815863_0:25:1350:784_1920x0_80_0_0_03167509843e983d98563d9218851977.jpg
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ყველაფერი, რაც ბოლო ორი პანდემიური წელიწადის განმავლობაში ხდებოდა, უნდა იქნეს შესწავლილი, ფიქრობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.ასე უპასუხა გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ აფასებს ის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კორონავირუსის მართვის დროს გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ.მისი სიტყვებით, გადაცდომა ყოველთვის შეიძლება იყოს, მით უმეტეს, რომ ქვეყანა უკვე ორი წელია დიდი გამოწვევის წინაშეა. მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ ექიმების მადლიერი უნდა ვიყოთ, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ფრონტის წინა ხაზზე დგანან.„რა თქმა უნდა, უნდა შეისწავლონ ყველაფერი, რაც ხდებოდა ამ ორი წლის განმავლობაში. თუ სადმე გადაცდომა იყო, ამაზე უნდა იყოს რეაქცია, მაგრამ ყოველთვის მადლობით უნდა დავიწყოთ“, – განცხადა გამყრელიძემ.გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა გამოსვლას ის იწყებს ექიმების მიმართ მადლობით და ამაყობს, რომ ამ საზოგადოების წევრია.ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამაც. მისი სიტყვებით, კორონავირუსის პროგრამაში გამოყენებულ იქნა ფულის გადახდის სამკომპონენტიანი მექანიზმი, შეთანხმებული ყველა სამთავრობო უწყებასთან.პირველი არის - საბაზისო, საწოლფონდისთვის მობილიზებული მექანიზმი, მეორე - პერსონალის დანამატი, მესამე - პრემიების ხარჯი.გაბუნიამ განმარტა, რომ ამ მექანიზმით მუშაობდა გერმანია პანდემიის მართვისას.გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ჰოსპიტალში ათი პაციენტი მკურნალობს თუ ასი, მთავარია, კლინიკამ გააგრძელოს მუშაობა და ჰყავდეს მობილიზებული სამედიცინო პერსონალი.ამ მომენტისთვის ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტი სწავლობს საავადმყოფოების მუშაობას და უკვე გამოავლინა ექიმებისა და ექთნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულადი პრემიების მითვისების შემთხვევები.რატომ გადადგა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: სამინისტროს განმარტება>>2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც კორონავირუსის მართვაში მონაწილეობდნენ, ხელფასს 50%-ით გაუზრდიდნენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ მიიღო.ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აუდიტის შედეგები გამოქვეყნდება, მაგრამ ვიდრე შედეგები არ არის გამოქვეყნებული, უწყება კომენტარს სახსრების შესაძლო არამიზნობრივ გამოყენებაზე ვერ გააკეთებს.გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს მსგავს განცხადებას, ვიდრე არ იქნება აუდიტის შედეგები. კლინიკებს მიზანმიმართულად ურიცხავდნენ იმ თანხებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშია გაწერილი. მან დასძინა, რომ აუდიტი ერთბაშად რამდენიმე კლინიკაში ტარდება.ამას წინათ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან უწყება აქტიურად აკვირდებოდა კლინიკების მუშაობას და გაირკვა, რომ ხშირად პაციენტების მიღებისა და გაწერის მკაცრი კრიტერიუმები არ სრულდებოდა და ხელოვნურად იზრდებოდ მათი რაოდენობა.იანვრის დასაწყისში ქვეყანაში იყო ცხრა ათასი საწოლი, 1,7 ათასი გაუქმდა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. ასეთი გადაწყვეტილება აზარაშვილმა იმით ახსნა, რომ მთავრობას უწევდა ცარიელ საწოლზე თანხის გადახდა (დაახლოებით 180 ლარი დღე-ღამეში ერთ საწოლზე).შემოწმდება ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
https://sputnik-georgia.com/20220428/vin-miitvisa-eqimebisa-da-eqtnebis-premieri-ganmarteba-266283390.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249815863_64:0:1287:917_1920x0_80_0_0_f3147a82a5c739e5b42a55225fc3ecd0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ამირან გამყრელიძე მხარს უჭერს სამედიცინო სფეროს პანდემიის პერიოდში საქმიანობის შემოწმებას
21:16 06.05.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) შემოწმდება ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ყველაფერი, რაც ბოლო ორი პანდემიური წელიწადის განმავლობაში ხდებოდა, უნდა იქნეს შესწავლილი, ფიქრობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
ასე უპასუხა გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ აფასებს ის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კორონავირუსის მართვის დროს გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ.
„შესაძლოა, ბატონ ზურაბს (აზარაშვილს) მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მე, ის ჯანდაცვის მინისტრია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი სიტყვებით, გადაცდომა ყოველთვის შეიძლება იყოს, მით უმეტეს, რომ ქვეყანა უკვე ორი წელია დიდი გამოწვევის წინაშეა. მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ ექიმების მადლიერი უნდა ვიყოთ, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ფრონტის წინა ხაზზე დგანან.
„რა თქმა უნდა, უნდა შეისწავლონ ყველაფერი, რაც ხდებოდა ამ ორი წლის განმავლობაში. თუ სადმე გადაცდომა იყო, ამაზე უნდა იყოს რეაქცია, მაგრამ ყოველთვის მადლობით უნდა დავიწყოთ“, – განცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა გამოსვლას ის იწყებს ექიმების მიმართ მადლობით და ამაყობს, რომ ამ საზოგადოების წევრია.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამაც. მისი სიტყვებით, კორონავირუსის პროგრამაში გამოყენებულ იქნა ფულის გადახდის სამკომპონენტიანი მექანიზმი, შეთანხმებული ყველა სამთავრობო უწყებასთან.
პირველი არის - საბაზისო, საწოლფონდისთვის მობილიზებული მექანიზმი, მეორე - პერსონალის დანამატი, მესამე - პრემიების ხარჯი.
გაბუნიამ განმარტა, რომ ამ მექანიზმით მუშაობდა გერმანია პანდემიის მართვისას.
„მიუხედავად იმისა, საწოლი იმ მომენტში დატვირთულია თუ არა, გარკვეული ანაზღაურება გამომდინარეობდა იქიდან, თუ რა ხარჯი აქვს კლინიკას როგორც კომუნალური გადასახადების, ასევე პერსონალისთვის ბაზისური ხელფასის გადახდის კუთხით. ასეთი იყო მექანიზმი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ", – აღნიშნა გაბუნიამ.
გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ჰოსპიტალში ათი პაციენტი მკურნალობს თუ ასი, მთავარია, კლინიკამ გააგრძელოს მუშაობა და ჰყავდეს მობილიზებული სამედიცინო პერსონალი.
ამ მომენტისთვის ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტი სწავლობს საავადმყოფოების მუშაობას და უკვე გამოავლინა ექიმებისა და ექთნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულადი პრემიების მითვისების შემთხვევები.
2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც კორონავირუსის მართვაში მონაწილეობდნენ, ხელფასს 50%-ით გაუზრდიდნენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აუდიტის შედეგები გამოქვეყნდება, მაგრამ ვიდრე შედეგები არ არის გამოქვეყნებული, უწყება კომენტარს სახსრების შესაძლო არამიზნობრივ გამოყენებაზე ვერ გააკეთებს.
გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს მსგავს განცხადებას, ვიდრე არ იქნება აუდიტის შედეგები. კლინიკებს მიზანმიმართულად ურიცხავდნენ იმ თანხებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშია გაწერილი. მან დასძინა, რომ აუდიტი ერთბაშად რამდენიმე კლინიკაში ტარდება.
ამას წინათ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან უწყება აქტიურად აკვირდებოდა კლინიკების მუშაობას და გაირკვა, რომ ხშირად პაციენტების მიღებისა და გაწერის მკაცრი კრიტერიუმები არ სრულდებოდა და ხელოვნურად იზრდებოდ მათი რაოდენობა.
იანვრის დასაწყისში ქვეყანაში იყო ცხრა ათასი საწოლი, 1,7 ათასი გაუქმდა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. ასეთი გადაწყვეტილება აზარაშვილმა იმით ახსნა, რომ მთავრობას უწევდა ცარიელ საწოლზე თანხის გადახდა (დაახლოებით 180 ლარი დღე-ღამეში ერთ საწოლზე).
შემოწმდება ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.