„ევროვიზია 2022“: ვინ გამოაცხადებს საქართველოდან ქულებს

© courtesy of Eurovision Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
„ევროვიზია-2022“ იტალიის ქალაქ ტურინში 10, 12 და 14 მაისს გაიმართება.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია 2022“ ჟიურის ქართველი წევრების მიერ დაწერილ ქულებს მომღერალი და საქართველოს „პირველი არხის“ დილის პროგრამის წამყვანი ელენე კალანდაძე გამოაცხადებს.
კალანდაძე კონკურსის ფინალის პირდაპირ ეთერს 14 მაისს შეუერთდება და გამოაცხადებს ჟიურის ქართველი წევრების მიერ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის დაწერილ ქულებს.
ელენე კალანდაძე იყო „საბავშვო ევროვიზია 2017“-ის წამყვანი, რომელიც საქართველოში ჩატარდა. 2019 წელს მიჰყავდა „ევროვიზიის“, 2020-ში კი „საბავშვო ევროვიზიის“ პირდაპირი ტრანსლაცია.
რომელ ადგილს დაიკავებს საქართველო „ევროვიზია 2022"-ზე: ბუკმეკერების პროგნოზი>>>
საქართველოს „ევროვიზია 2022“-ზე წარადგენს ჯგუფი Circus Mircus სიმღერით Lock Me In.
„ევროვიზია 2022“ ტურინში (იტალია) ჩატარდება. ნახევარფინალები 10 და 12 მაისს გაიმართება, ფინალი კი 14 მაისს. 66-ე საერთაშორისო კონკურსში წელს 40 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.
იტალიამ უკვე ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს – ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად კი „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქმა ტურინმა მოიპოვა – 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფი Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).
ყველა ახალი ამბავი
0