https://sputnik-georgia.com/20220428/romel-adgils-daikavebs-saqartvelo-evroviziaze-266290779.html
რომელ ადგილს დაიკავებს საქართველო „ევროვიზია 2022"-ზე: ბუკმეკერების პროგნოზი
რომელ ადგილს დაიკავებს საქართველო „ევროვიზია 2022"-ზე: ბუკმეკერების პროგნოზი
Sputnik საქართველო
ჯგუფი Circus Mircus „ევროვიზიის“ სცენაზე წარდგება სიმღერით Lock Me In. 28.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-28T16:11+0400
2022-04-28T16:11+0400
2023-08-17T19:46+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1e/265608491_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_46e68f60672a2d43d25bd7ad8e57afd7.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველო, რომელსაც „ევროვიზია 2022“-ზე ჯგუფი Circus Mircus წარადგენს, ბუკმეკერების პროგნოზით, 27-ე ადგილს დაიკავებს.Circus Mircus-მა საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესა, ბუკმეკერები ჯგუფს მანამდე 29-ე ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ.გამარჯვების შანსები გაეზარდა უკრაინასაც, რომელიც, ბუკმეკერების პროგნოზით, პირველ ადგილს დაიკავებს. მეორე ადგილზე გავა იტალია, შემდეგ შვედეთი და დიდი ბრიტანეთი იქნებიან. საუკეთესო ხუთეულს ესპანეთი დაასრულებს.აღსანიშნავია, რომ ეს წინასწარი მონაცემებია, რომელთაც ბუკმეკერები კონკურსის წინ აქვეყნებენ ხოლმე და ისინი სისტემატურად იცვლება.Circus Mircus-ი პრომო-ტურის ფარგლებში preparty-ზე გამოვა>>>„ევროვიზია 2022“ ტურინში (იტალია) ჩატარდება. ნახევარფინალები 10 და 12 მაისს გაიმართება, ფინალი კი 14 მაისს. 66-ე საერთაშორისო კონკურსში წელს 40 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.იტალიამ უკვე ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს – ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად კი „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქმა ტურინმა მოიპოვა – 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფი Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1e/265608491_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_f21f77c3340928cefe37ad5d9f3e867e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
რომელ ადგილს დაიკავებს საქართველო „ევროვიზია 2022"-ზე: ბუკმეკერების პროგნოზი
16:11 28.04.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ჯგუფი Circus Mircus „ევროვიზიის“ სცენაზე წარდგება სიმღერით Lock Me In.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველო, რომელსაც „ევროვიზია 2022“-ზე ჯგუფი Circus Mircus წარადგენს, ბუკმეკერების პროგნოზით, 27-ე ადგილს დაიკავებს.
Circus Mircus-მა საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესა, ბუკმეკერები ჯგუფს მანამდე 29-ე ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ.
გამარჯვების შანსები გაეზარდა უკრაინასაც, რომელიც, ბუკმეკერების პროგნოზით, პირველ ადგილს დაიკავებს. მეორე ადგილზე გავა იტალია, შემდეგ შვედეთი და დიდი ბრიტანეთი იქნებიან. საუკეთესო ხუთეულს ესპანეთი დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ეს წინასწარი მონაცემებია, რომელთაც ბუკმეკერები კონკურსის წინ აქვეყნებენ ხოლმე და ისინი სისტემატურად იცვლება.
„ევროვიზია 2022“ ტურინში (იტალია) ჩატარდება. ნახევარფინალები 10 და 12 მაისს გაიმართება, ფინალი კი 14 მაისს. 66-ე საერთაშორისო კონკურსში წელს 40 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.
იტალიამ უკვე ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს – ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად კი „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქმა ტურინმა მოიპოვა – 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფი Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).