საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას რებილიტაცია ჩაუტარდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
მშენებლობა/რეაბილიტაცია განხორციელდება საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მასშტაბური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩიტაძის ქუჩის N4-ში არსებული შენობის მშენებლობა/რეაბილიტაციას გეგმავს.
მშენებლობა/რეაბილიტაცია განხორციელდება საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მასშტაბური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ამ პროგრამით მთავრობა აპირებს ბანკების წინაშე იმ სამშენებლო კომპანიების გარანტორად გამოსვლას, რომლებიც სახელმწიფოსთვის ააშენებენ, ხოლო კომპანიებს ამ ფულს მომდევნო სამი-ხუთი წლის განმავლობაში გადაუხდის.
საგარეო უწყების ცნობით, სამინისტროს შენობა საკმაოდ ძველია, ეჭვქვეშაა მისი მდგრადობა და ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება, რომ შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას. უკვე დაგეგმილია თანამშრომელთა ეტაპობრივი გადაყვანა ლეონიძის ქუჩის N3-ში მდებარე შენობაში.
გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აშენდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობაც.
განვადებით მშენებლობა: სამთავრობო პროგრამა მაისში დაიწყება>>
მასშტაბური სამთავრობო პროგრამა განვადებით საჯარო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის შესახებ მაისში ამოქმედდება. პროექტის განსახორციელებლად 2 მლრდ ლარია გათვალისწინებული
ყველა ახალი ამბავი
0