განვადებით მშენებლობა: სამთავრობო პროგრამა მაისში დაიწყება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
გამოწერა
მთავრობას გეგმებში ბევრი ობიექტი აქვს, რომელთა აშენება უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. მასშტაბური სამთავრობო პროგრამა განვადებით საჯარო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის შესახებ მაისში ამოქმედდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობა მზად არის იყოს ბანკების წინაშე გარანტორი იმ სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსთვის ააშენებენ, ხოლო შემდეგ დაუბრუნოს კომპანიებს ფული სამი-ხუთი წლის განმავლობაში. მაგალითად, ამ პროგრამის ფარგლებში აშენდება ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა.

„პროგრამის დაწყება გათვალისწინებულია მაისში, ძირითადი პრინციპები უკვე გავლილია. დეტალები დაზუსტდება და ეს ინფორმაცია განახლებული სახით იქნება წარდგენილი. ეს კერძო სექტორისთვის იქნება კარგი შესაძლებლობა განავითაროს თავიანთი შესაძლებლობები, შესაბამისი გამოცდილება, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“, – განაცხადა ქარსელაძემ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, პროექტის განსახორციელებლად 2 მლრდ ლარია გათვალისწინებული.
„ამავდროულად ეს იქნება შესაძლებლობა კვალიფიცირებული კომპანიებისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი ბრუნვა და, შესაბამისად, ეკონომიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. მაისშია დაგეგმილი, რომ დაიწყოს შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება, გამოცხადებები და ა.შ.“ – განაცხადა ქარსელაძემ.
მანამდე პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნული პროექტის ამოქმედება 18 აპრილისთვის დააანონსა. დაფინანსების ჯამური მოცულობა დაახლოებით 2,5–3 მლრდ ლარია. საწყის ეტაპზე 2 მლრდ ლარის ღირებულების სამუშაოები დაიწყება. პროგრამის წყალობით დასაქმდება დაახლოებით 20 ათასი ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0