https://sputnik-georgia.com/20220505/ratom-ar-apirebs-xundaze-saakasviltan-sexvedras-266451553.html
რატომ არ აპირებს დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილთან შეხვედრას
რატომ არ აპირებს დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილთან შეხვედრას
Sputnik საქართველო
ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეირყა, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა. 05.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-05T16:43+0400
2022-05-05T16:43+0400
2022-05-05T22:11+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_0:19:1610:925_1920x0_80_0_0_8f2abe2710a07dfc1872c6cb5b012e3e.jpg
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. არანაირი აზრი არა აქვს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრას, რადგან ამას მხოლოდ პოლიტიკური ელფერი ექნება, განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.უფრო ადრე სააკაშვილმა თხოვნით მიმართა ხუნდაძეს და ვიცე-სპიკერს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს დავით სერგეენკოს, ასევე სხვა მედიკოს დეპუტატებს, რომლებსაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვთ დადებული, პირადად მოინახულონ ის ციხეში და ადგილზე გაეცნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.დეპუტატმა ექს-პრეზიდენტს ურჩია, მოუსმინოს ექიმებს და შეასრულოს მათი რეკომენდაციები. მან აღნიშნა, რომ არ სურს სააკაშვილის ისეთ მძიმე მდგომარეობაში ნახვა, რომელიც მისი გათავისუფლების საფუძველი გახდება.„ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი თქვენი თანაგუნდელი სცენარის ამგვარად განვითარების წინააღმდეგი არ იქნებოდა... როგორც ექიმი გირჩევთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და როგორც პოლიტიკოსი მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე“, – აღნიშნა ხუნდაძემ.დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ სწორედ ის და სერგეენკო მივიდნენ ექს-პრეზიდენტის მოსანახულებლად პატიმრობის საწყის ეტაპზე, როცა ის შიმშილობდა. ამის შემდეგ მიიღეს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება.ხუნდაძემ დაამატა, რომ ცოტა ხნის წინ ის და სერგეენკო უკვე დაინტერესდნენ სააკაშვილის მდგომარეობით და მიიღეს ინფორმაცია, რომ ის ყველა აუცილებელ სამედიცინო მომსახურებას იღებს.„მიიღებთ თუ არა მას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ხუნდაძემ.ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეირყა, რომელიც მან დაკავებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.კობახიძე: სააკაშვილი სიმულანტობით საპატიმროდან თავის დაღწევას ცდილობს>>ომბუდსმენის მიერ შექმნილი მედიკოსების საექსპერტო ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის ორგანიზმს ალბუმინის შემცველობა აკლია.ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას არ მკურნალობენ სათანადოდ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.პარლამენტის თავმჯდომარე: სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობას თავად აყენებს ზიანს>>ორშაბათს, 2 მაისს გავიდა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს. ახლა ოჯახი საპროტესტო აქციების, მათ შორის, მასშტაბური მანიფესტაციის გამართვას აპირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_350:0:1610:945_1920x0_80_0_0_894bcb9be58600d8c742b35e8993b9c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
რატომ არ აპირებს დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილთან შეხვედრას
16:43 05.05.2022 (განახლებულია: 22:11 05.05.2022) ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეირყა, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. არანაირი აზრი არა აქვს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრას, რადგან ამას მხოლოდ პოლიტიკური ელფერი ექნება, განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.
უფრო ადრე სააკაშვილმა თხოვნით მიმართა ხუნდაძეს და ვიცე-სპიკერს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს დავით სერგეენკოს, ასევე სხვა მედიკოს დეპუტატებს, რომლებსაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვთ დადებული, პირადად მოინახულონ ის ციხეში და ადგილზე გაეცნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
„ის, რომ თქვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამის სურვილი ნამდვილად მაქვს როგორც ექიმს და როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამის სურვილი, პოლიტიკური მიზნების გამო, არ გაქვთ თქვენ. სწორედ ამიტომ ვერ ვხედავ აზრს ჩვენი შეხვედრის, რასაც მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება და არა რეალური შედეგი“, – ნათქვამია ხუნდაძის მიმართვაში.
დეპუტატმა ექს-პრეზიდენტს ურჩია, მოუსმინოს ექიმებს და შეასრულოს მათი რეკომენდაციები. მან აღნიშნა, რომ არ სურს სააკაშვილის ისეთ მძიმე მდგომარეობაში ნახვა, რომელიც მისი გათავისუფლების საფუძველი გახდება.
„ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი თქვენი თანაგუნდელი სცენარის ამგვარად განვითარების წინააღმდეგი არ იქნებოდა... როგორც ექიმი გირჩევთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და როგორც პოლიტიკოსი მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ სწორედ ის და სერგეენკო მივიდნენ ექს-პრეზიდენტის მოსანახულებლად პატიმრობის საწყის ეტაპზე, როცა ის შიმშილობდა. ამის შემდეგ მიიღეს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება.
„სამწუხაროდ, მაშინაც და დღესაც ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ თქვენი სურვილით და არა ხელისუფლების უდიერი მოპყრობით“, – აღნიშნულია მიმართვაში.
ხუნდაძემ დაამატა, რომ ცოტა ხნის წინ ის და სერგეენკო უკვე დაინტერესდნენ სააკაშვილის მდგომარეობით და მიიღეს ინფორმაცია, რომ ის ყველა აუცილებელ სამედიცინო მომსახურებას იღებს.
„მიიღებთ თუ არა მას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეირყა, რომელიც მან დაკავებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
ომბუდსმენის მიერ შექმნილი მედიკოსების საექსპერტო ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის ორგანიზმს ალბუმინის შემცველობა აკლია.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას არ მკურნალობენ სათანადოდ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
ორშაბათს, 2 მაისს გავიდა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს. ახლა ოჯახი საპროტესტო აქციების, მათ შორის, მასშტაბური მანიფესტაციის გამართვას აპირებს.