პოლიციელზე თავდასხმა და დანაშაულის შეუტყობინებლობა - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიების ცნობით, ინციდენტი 15 აპრილს თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე მოხდა. Toyota-ს მარკის ავტომობილის მძღოლი განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად დაკავებული ბრალდებული Toyota-ს ავტომობილის მძღოლის ერთ-ერთი თანმხლები პირია, რომელმაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და სხვა პირებთან ერთად მიიმალა.
გამოძიების ფარგლებში აღნიშნულ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, ასევე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0